BLOGGER TEMPLATES - TWITTER BACKGROUNDS »

Sunday, October 31, 2010

ლანდების სახლი


ღამით კარის ხმა ისმოდა. ისინი დადიოდნენ ოთახიდან ოთახში, აქ წევდნენ, იქ აღებდნენ, რწმუნდებოდნენ - წყვილი ლანდი.

„ აქ დავტოვეთ“, ქალი ამბობდა. კაცი ამატებდა : „ აქაც.“ „ეს მაღლა არის.“ - ქალი ბუზღუნებდა. „და ბაღში,“- კაცი ჩურჩულებდა. „ჩუმად!“-ამბობდნენ ერთხმად. – „გაეღვიძებათ“.

მაგრამ არ იყო ეს გაღვიძება. ო, არა. „ისინი ეძებენ. ფარდებს აფარებენ“. ერთს შეეძლო ეთქვა და ასე ჩაეკითხა ფურცელი ან ორი. „ახლა იპოვნეს.“- ერთი დარწმუნებული იქნებოდა, შეაჩერებდა ფანქარს. მერე, კითხვით დაღლილი, ადგებოდა, ნახავდა, სახლი ცარიელი არის, კარები - ღია. მხოლოდ ტყის მტრედები ღუღუნებენ, ფერმიდან ისმის სალეწის გუგუნი. „აქ რისთვის მოვედი? რისი პოვნა მინდოდა?“ ვიდექი ცარიელი ხელებით. „იქნებ მაღლა იყო?“ ვაშლები იყო სხვენზე. და ისევ ქვემოთ - ისევ ბაღი - მხოლოდ წიგნი დავარდნილიყო ბალახებში.

სასტუმრო ოთახში იპოვნეს. სარკმლის შუშები ირეკლავდნენ ვაშლებს, ვარდებს. ყველა ფოთოლი მწვანე იყო. თუ ისინი გავიდოდნენ სასტუმრო ოთახში, ვაშლი ყვითელ მხარეს აჩენდა. წუთის შემდეგ, კარი თუ გაიღებოდა, მოჩანდა მოფენილი იატაკს, დაკიდებული კედლებზე, ჩამოკიდებული ჭერიდან - რა ? ცარიელი მქონდა ხელები. შაშვის ჩრდილი ეცემოდა ხალიჩაზე. სიჩუმიდან ტყის მტრედები : „სიმშვიდე, სიმშვიდე, სიმშვიდე. “ სახლის პულსი იგრძნობოდა. „ დაიმარხა განძი, ოთახი...“ სახლის პულსი ჩქარდებოდა. „თქვენი განძი.“

ქარი ზუზუნებს ხეივანში. ხეები მორკალუნან და ქანაობენ. მთვარის შუქი იღვრება წვიმაში. ლამფის შუქი კი სარკმლიდან ეცემა.

სახლში მოხეტიალე, ჩუღჩულით მოსაუბრე წყვილი ლანდი წილ ბედნიერებას დაეძებს.

„აქ გვეძინა.“ - ქალი ამბობს. კაცი ამატებს: „უთვლელი ამბორი.“ „გაღვიძება.“ „ხეებს შორის.“ „ მაღლა.“ „ბაღში.“ „როცა ზაფხული დადგა...“ „ზამთარში, თოვლში.“ - შორს იხურება კარები.

ახლოს მოდიან. შემოსასვლელს წყდებიან. ქარი დუმდება. თვალები ბნელდება. ჩვენ უკან ნაბიჯების ხმა არ ისმის. ქალი - ლაბადით. კაცი ხელებით იცავს ლამფას. „შეხედე.“ - სუნთქვავს. – „ბგერებს ჩაეძინათ. სიყვარეული მათ ბაგეზეა.“

მორკალული, ვერცხლისფერი ლამფით ხელში, მძიმედ გვიცქერენ. მთვარის შუქი ეცემა იატაკსა და კედლებს. სახეები ფიქრობენ, სახეები ეძებენ მძინარეებს და თავიანთ წილ დამალულ ბედნიერებას.

„სიმშვიდე, სიმშვიდე, სიმშვიდე,“ სახლი ამაყად ძგერს. „გრძელი წლები“ - კაცი ამბობს. „ისევ მიპოვნე.“ „აქ.“- ქალი ჩურჩულებს. „ძილი. ბაღში კითხვა. სიცილი. სხვენზე ვაშლის დაგორება. აქ განძი დავტოვეთ.“ მორკალულები. მათი სინათლე ჩემს თვალებში. „სიმშვიდე, სიმშვიდე, სიმშვიდე“- სახლის პულსი ფართოვდება. გაღვიძებული, ვტირი: „ეს არის თქვენი განძი ? ნათელი შიგნით.“

ლურჯი და მწვანე

მწვანე

შუშის თითები. ასხლეტილი სხივები და მწვანე. დღის მანძილზე ჭაღის თითებიდან ქანდაკებაზე დაღვრილი მწვანე. მწვანე ფრთები. პალმების მკვეთრი კონტურები - ისინიც მწვანე. მზეში მოელვარე მწვანე სხივები. უდაბნოს ქვიშაზე მოტივტივე მწვანე გუბურები. მათში მოტორტმანე აქლემები. გუბურები გადმოღვრილი ქანდაკებაზე. მოსაზღვრე ლერწამი. უსარგებლო სარეველები . აქ-იქ თეთრი ყვავილი. გადამხტარი ბაყაყი. ღამით მოციმციმე ვარსკვლავები. საღამო. ბუხართან ჩრდილი ხტის მწვანეზე. ამღვრეული ოკეანე. გემები არ ბრუნდებიან. უმიზნო ტალღები ცარიელ ცაზე. ღამე. ლურჯ ლაქებად დაღვრილი სხივები. სრულდება მწვანე.

ლურჯი

ზედაპირზე ამოსული მხეცი აწეული ცხვირით. ნესტოებიდან გადმონთხეული წყლის ორი ნაკადი. ლურჯი შტრიხებით გადაკვეთილი მეზღვაურის შავი ქუდი. სიმღერით დაღვრილი წყალი ლურჯ მძივზე. ბროლის თვალთან შეწყვეტილი ლურჯი. ნაპირზე წამოწოლილი ბლანტი, ყეყეჩი, ასხივებს მშრალ სილურჯეს. მეტალური ლურჯით დალაქავებული ნაპირი. ლურჯი მოტივტივე ნავის კიდეები. ლურჯ ზარებში დარწეული ტალღები.
მაგრამ ტაძარი სხვაა, ცივი, საკმევლით დამძიმებული, მისუსტებულა ლურჯი ღვთისმშობლის შარავანდედით.

Friendship needs no words...

pakus love you. always by my side.. never leave me.. one more time i love you

Optical illusion







სამტაეპედები


* * *
ამ ბავშვებმა
ვერც კი შენიშნეს,
ჭიანჭველა როგორ მოვკალი.

* * *
წამწამით ვეხები
სიმთვრალეში,
ირემის ნახტომს.

* * *
იქ, სადაც
ფოთლები მიწაზე ყრია,
დრონი ჩერდება.

* * *
ვაგზლის ტურნიკეტთან,
ვიღაც მთვრალმა “ვაშა” იყვირა.
კარგად გალანძღეს.

* * *
ბაგეს მოწყვეტილი
ჩემი სიტყვები ხეტიალობენ. . .
ირმის ნახტომი!

Saturday, October 30, 2010

Frida Kahlo


სენტიმენტალური ტრიოლეტი


ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი,
შენ სილამაზეს ჩემი ტრფობა ესაფეხურა.
ვარ მოწყენილი ვით ზამთარში ნაზი ბეღურა.

მე განშორების ცივი თოვლი დიდხანს მეხურა.
ვტიროდი ხარბათ _ მარტოობით ნაალერსალი.
ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
ვით შემოდგომს ღამეებში თეთრი ვერსალი.

სიკვდილის შემდეგ


დადგება ზამთარი...

მოვკვდები ღამით, გათენებისას, როდესაც გარეთ იქნება ზამთრის გაცივებული მთვარე და ყინვა. სიკვდილის წინ მომაგონდება თბილისის ღამეები და ჩემი უნაზესი და: ეს ორი შეერთებული კოცონი, რომელიც მწვავდა მე ყოველთვის.

ასე გათავდება სინათლე, გაჰქრებიან მოგონების წამები.

გადავეცემი სიკვდილის მდუმარე ხელებს.

ჩემი წამებული სხეული შეუერთდება მსოფლიო ელემენტებს.

და მე ვიგრძნობ უმაღლეს მოსვენებას.

ჩემი კუბო იქნება სადა

და პროცესია უცრემლო.

მე დამასაფლავებენ შუადღის ორ საათზე თბილისის ახლო.

ჩემი დაკრძალვის დღეს აიშლებიან ფერადი ღრუბლები და ამოვარდება შორეული გრიგალი.

ბალდახიანი, რომელიც წაიღებს ჩემს ცხედარს, იქნება თეთრი და მოძველებული. პანაშვიდს გადამიხდის ვინმე უბრალო მღვდელი, რომელსაც არ ექნება წაკითხული ჩემი სისხლიანი წიგნი «Memento mori!» არ შევეცოდები მღვდელს, რომელსაც არ ეცოდინება ჩემი დაფერფლილი სულის ისტორია. მხოლოდ ცხედართან მდგომ პოეტებს მოაგონდებათ ჩემს დანისლულ ლექსებიდან: სტრიქონები.

მოვა უიმედობა.

პანაშვიდი გათავდება ქარში.

ჩემს ცხედარს ნელა
ჩაუშვებენ სამარეში.

და პირველ მიწას სახეზე მომაყრის ვინმე უხეში მესაფლავე.

კუბოს ფიცარზე შეწყდება უკანასკნელი გუგუნი მიწის და ქვების.

პროცესია დაიშლება.

მე და სიჩუმე დავრჩებით მარტო.

გზაში ისაუბრებენ ჩემზე.

დაღამდება...

მე შემეშინდება მარტო სასაფლაოზე, ღამით.

დავტოვებ კუბოს და ტანშიშველი გამოვიქცევი სამარიდან.

და გიჟივით ვიკივლებ, რომ მომეშველონ, რომ დამიფარონ.

არავინ იქნება ჩემი მხსნელი, ისევ დავეცემი, თავს ვიგრძნობ სამარეში და კვლავ მივეცემი ძილს დაუსრულებელს.

ნათელივით თავზე დამადგება ჩემი განუყრელი და - სიჩუმე.

თეთრად დასუდრული იქნება მთელი ქვეყანა.

ის სოფელი, სადაც მე დავიბადე, დაემსგავსება უდაბნოს.

გაივლის ზამთარი, წვიმით და ქარებით.

დადგებიან გაზაფხულის დღეები.

შეიფოთლება სასაფლაო.

კვირა დილით, როდესაც ყველა მლოცველისათვის გაიღება ეკლესიის კარები, ჩემს საფლავთან დაფიქრებული მოვა ვინმე , მოიგონებს ჩემს დამწვარ სახეს, მოიგონებს ჩემს წამებას და შევეცოდები.

ასე გაივლიან საუკუნეები.

ჩემს საფლავს დაადგება მზე შორეულ რიცხვის.

ჩემს მიერ უხილავ საღამოს ბინდი დაფარავს მივიწყებულ ლოდებს და ჩემი საფლავიც შეიმოსება სიბნელით.

წამოვა წვიმა, ქარიშხალი და მოწყენილ საფლავზე დამაყრის ყვითელ ფოთლებს. ასე დროთა შავი წვეთებით დახავსდება ჩემი სამარე, ზედ წამოიზრდება ბალახი.

ზაფხულში, საღამო დროს, ჩემს საფლავს ჩაუვლიან თეთრად გამოწყობილი ქალები, შორს, სარკესთან უცნობი თითები დაუკრავენ როიალს.

დილაადრიან უიმედოდ იკივლებენ ორთქლმავლები. მოვა კვირადღე და ჩემს ახლოს დარეკავენ ზარებს, აანთებენ სანთლებს.

დაიღლებიან ხელაპყრობილი მლოცველები.

წირვა გათავდება.

საყდარს დაკეტავენ, ხატები დამწყვდეულ ტუსაღებივით დარჩებიან შიგ. და სასაფლაოს ჩხავილით გადაუფრენს ყვავი.

გაქრება თვალები, რომელზედაც ესვენა თბილისის ღამეები მძიმე ლოდებივით.

და ჩემი სამარის სამუდამო დარაჯი იქნება ჩემი უნაზესი და - სიჩუმე.



Friday, October 29, 2010

SND


Hush
It's okay
Dry your eye
Dry your eye
Soulmate dry your eye
Dry your eye
Soulmate dry your eye
Cause soulmates never die

Coldplay


Thursday, October 28, 2010

Hugs Of Fingers

just my hand in your hand..lookin to each other's eyes..touching..whispering...hugs of fingers..endless feeling..it was nothing but everything..was the whole world ...

Tuesday, October 26, 2010

გულთამხილავის მსჯავრი


ღმერთის წინაშე ორი ადამიანი წასდგა.

უცვლელი სახე უფალმა მათ მიაპყრო და გულთამხილავი თვალებით დააცქერდა.

- იცოდით ნება ჩემი?

- ვიცოდი, უფალო! წამიკითხავს დაბადება, შემისწავლია წმიდა სახარება, სამოციქულო, წმიდა მამათა ცხოვრება; ზეპირათ ვიცი საგალობელნი და ლოცვები, - მოახსენა ერთმა.

მეორე სდუმდა.

- შენ? - დაეკითხა მდუმარეს ღმერთი.

- არ ვიცი, არ წამიკითხავს.

- შეასრულეთ ნება ჩემი? - იკითხა კიდევ უფალმა.

- გზითა მართლითა ვიდოდი; საპყართა განვიკითხავდი; მიყვარდა ძმა ჩემი, ვითარცა თავი ჩემი; შენ მხოლოდ ერთსა თაყვანსა გცემდი, - მიუგო პირველმა.

მეორე სდუმდა.

- შენ? - დაეკითხა მდუმარეს ღმერთი.

- არ მახსოვს, უფალო, და მგონია, არც ყოფილა ასეთი რამ.

- შეასრულე ათი მცნება? - განაგრძო უფალმა დაკითხვა, თუმცა ყოველივე იცოდა უზენაესმა.

- დიახ, უფალო! არც ერთი არ დამირღვევია! - მიუგო პირველმა.

მეორე ისევ სდუმდა.

- შენ?

- რა?

- მოგიკლავს ადამიანი?

- არა! ორფეხი ცხოველი, ადამიანს რომ უძახიან, ის კი.

- გითქვამს ტყუილი?

- ტყუილი არა! უხეშ სინამდვილეს რომ აფერადებდა და ლამაზ ოცნებათ ხდიდა, ისეთი კი... ბევრი.

- გიმრუშია?

- არა! სატრფოსთან ერთარსებათ კი გარდავქმნილვარ, და ერთმანეთის ცეცხლის ალში კი დავმწვარვართ!

- გიგმია ღმერთი?

- არა! ის ძალა კი, ადამიანს რომ უკუღმართ გზაზე დააყენებს, სიცოცხლეს გაუმწარებს, ის კი ხშირათ.

- თაყვანს სცემდი, ჩემს გარდა, სხვა ღმერთს?

- ერთ ღმერთს თაყვანსა ვცემდი - ღმერთს სიყვარულისას, იმედისას, მშვენიერებისას.

ყველა დადუმდა.

- რა გსურთ ახლა? - დაარღვია ღმერთმა სიჩუმე.

- განსვენება ადგილსა ყვავილოვანსა! - საჩქაროთ უპასუხა პირველმა.

მეორე სდუმდა.

- შენ?

- ნუ მათქმევინებ - გარისხდები, უფალო!

- მოგენიჭოს! - ბრძანა უფალმა და გულთამხილავის უცვლელმა, მკაცრმა სახემ ნისლი გადიყარა.

მდუმარე ადამიანის წინ გაჩნდა მომღიმარე, ვარდებით შემკული, ლამაზი ქალწული. მას ნეკტარით სავსე პატარა თასი ეჭირა ხელში. შორიდან კი ისმოდა ქნარის ხმა.

- მე რაღა, უფალო? - შეეკითხა პირველი ადამიანი ღმერთს.

- შენ ჯერ არ გიცხოვრია: შენ ჩემს არტახანში იყავ გაკრული. პირადათ შენ რისი მომქმედი ხარ, არ ვიცი. იქნებ ყოვლად ცუდი და სასიზღარი იყო და როგორ დაგაჯილდოვო?! წადი ისევ ქვეყნად.


ქორწილი (ფრაგმენტი)


ქეთო ცაცხვის ძირში იყო, უაზროდ, დინჯის ნაბიჯით მიდიოდა ის სულ წინ, სანამ წელზე შემორტყმული თოკი არ გაქაჩავდა, რომ შემობრუნებულს პირდაპირ, გზის გადუხვევლად განეგრძო სიარული.

ფეხშიშველი... შემოხეული, უსახელო კაბა... შეკრეჭილი თმა… ფერმკრთალი, დანაოჭებული სახე... გამომშრალი თვალები და განუწყვეტელი ბუტბუტი:

პირუტყვი... პირუტყვი... პირუტყვი.

მივუახლოვდი... ყურადღება მაინც არ მომაქცია; დაველაპარაკე - ერთი კი შეჩერდა, მერე ისევ განაგრძო სიარული და ბუტბუტი:

ცხოველი... ცხოველი... ცხოველი...

ბესო უხსენე... შემომიბრუნდა... სახეს ტკბილმა სევდამ გადურბინა... ჩემია, ჩემია, ჩემია - გაიმეორა უთვალავჯერ და ისევ დაიწყო გაუთავებელი სიარული და ბუტბუტი:

პირუტყვი... პირუტყვი... პირუტყვი...

გამოვიქეცი,

ვერ გაუძელი,

ახლოს საზიზღარი,

შორით საცოდავი,

მოგონებაში სასოების მომგვრელი ქმნილების ცქერას...


13 PHRASES FOR LIVING

  • I love you not for whom you are, but who I am when I’m by your side.

     No person deserves your tears, and who desereves them won’t make you cry.
     
  • Just because someone doesn’t love you as you wish, it doesn’t mean you’re not loved with all his/her being.
     
  • A true freind is one who holds your hand and touches your heart.
     
  • The worst way to miss someone is to be seated by his/her side and know that you’l never have him/her.
     
  • Never stop smiling, not even when you’re sad, someone might fall in love with your smile.
     
  • You may only be a peson in this world, but for someone, you’re the world.
     
  • Don’t spend time with someone who doesn’t care spending it with you.
     
  • Maybe God wants you to meet many wrong people before you meet the right one, so when this happens, you’ll be thankful.
     
  • Don’t cry because it came to an end. Smile because it happened.
     
  •  There will always be poeple who’ll hurt you, so you need to continue trusting, just be careful.
     
  • Become a better person and be sure to know who you are before meeting someone new and hoping that person knows who you are.
     
  • Don’t struggle do much, best things happen when not expected.

Monday, October 25, 2010

Pablo Picasso

I Love SS (3)

გადავიკითხე გუშინდელი წერილი და კიდევ ერთხელ დავფიქრდი: კი მაგრამ, რა უფლებით ეს ყბადაღებული ~K3”?
ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, მოვიფიქრე: ისევე, როგორც უფლება მაქვს ვუყურო მზის ჩასვლას, ცხენების რემას, ჩანჩქერსა და ფარვანას... ისევე, როგორც შემიძლია სული შევუბერო თოვლის ფანტელს და გავაფრინო, ბაბუაწვერასავით... ისევე, როგორც შემიძლია ვიმღერო უსიტყვოდ და უხმოდ, მაგრამ მაინც ყველაზე ხმამაღლა სამყაროში, კირჩხიბისა და გედის ნისლოვანებათა გასაგონად... ისევე შემიძლია გიყურო.
და მეტი არაფერი!
მხოლოდ გიყურო!
მხოლოდ გიყურებ...
დაუსრულებლად...
...
შენს გარდა მართლა არავინა მყავს... Stephanie!..
მაპატიე.
მე შენი მეშინია...

I Love SS (2)


ბინდდებოდა...
მაშინ ჩავხედე პირველად თვალებში. უფრო სწორად, თვითონ ჩამახედა.
საამურად...
გინახავს ჭროღა თვალები?..
ერთხელ თუ ჩახედავ, ვეღარ ამოყვინთავ, გითრევს ჭაობივითა...
და იცი, ჭროღა თვალები თითქოს ჩემს ოთახის ამოუვიდა, გამოება, ამოეზარდა... ხან კედლიდან მიყურებენ ჭროღა თვალები, ხანაც, ჭერიდან... მიყურებენ, მითვალთვალებენ... და არ მოსწონთ, რომ შენ გიჭვრეტ, Stephanie, სასტიკად არ მოსწონთ, მაგრამ მე ამას ყურადღებას არ ვაქცევ, როგორც არ მივაქცევდი ჩემს კვალდაკვალ აღმართში ამოგორებულ დოლაბის ქვას, მთის წვერზე თუკი შენ იდგებოდი...
და აი, ვხედავ, მართლაც დგახარ და მელოდები, გასაკრთომად მოზიდული, მშვილდივით... საცაა გაკრთება ღიმილი... ღიმილი, ნუშის სურნელი რომ სდის, თავბრუდამხვევი, ბრუალა,.. აღმაფრენ-გასაფრენი... ანთუ, ლეტალური.
სხვათა შორის, თურმე სწორედ ნუშის სუნი სდის მყისიერ-ლეტალურად მოქმედ ციანკალიუმოვან ქიმიურ ნაერთს, რომლის ფორმულაა...


Sunday, October 24, 2010

ჰაერობანა

-გინდა ეზოში ჩავიდეთ და ჰაერობანა ვითამაშოთ?
-როგორ ,არ ვიცი?
-სულ ადვილია დაიხუჭები და მე დამიცდი,
ვიდრე ყვავილებს დაგიკრეფ ფერადს.
-რამდენ ხანს უნდა გიცადო ასე,
შენი თამაშის მე აღარ მჯერა.
-ნახე, მთვარეა როგორი სავსე
გეთამაშები გინდა ბალიბოლს?
-ჯერ ვარსკვლავების ჰამაკში ჩამსვი!
-ჩაგსვამ,ღრუბლები ქარმა გარიყოს!
-გუშინ თოჯინას ვუჩხვლიტე ნემსი.
-მე მზე მოვარტყი მეზობლის შუშას,
გინდა თამაში დამტვრეულ გემში?
-რომ დაგვინახონ?
-ო,არა უშავს.
-ვარდის ფურცლები მაჩუქეს გუშინ.
ფოსტის მარკებში გაგიცვლი გინდა?
-გინდა გამთბარი ჰაერი ყურში?
-ჩურჩულობანას თამაში გინდა?

...

იცი რა მიყვარს?!
მაღალ სკამზე რომ ვზივარ და
ფეხებს ძირს რომ ვერ ვაწვდენ და
ჰაერში ჩემი ტერფები ქანაობენ...
ძალიან პატარა ვარ ამ დროს...
და ცაში ვარ თითქოს...
ქვემოდან ადამიანები მეძახიან მიწაზე დაეშვიო.
მე კიდე ფეხებს ვიქნევ და
ტერფები ჰაერში სრიალებენ და
მთელი ხმით,
მთელი ძალით
მინდა ვიყვირო:
„სუყველა გაჩუმდეს!!!...“

იცი რა მიყვარს?!
გაზაფხული რომ მოსაღამოვდება და
რომ იწვიმებს და
იმ ტერფებით,
ცოტა ხნის წინ ჰაერში რომ დააბიჯებდნენ,
ახალდანამულ მიწაზე რომ გავივლი და
ნაადრევად ჩამოცვენილი ფოთლები გამიწვებიან ფეხებთან...
და რომ ავკრეფ სათითაოდ, გზა-და-გზა...
მათ კიდე ძალიან გაუკვირდებათ
გათელვას რომ გადარჩნენ და
ჩემს ხელებში სიხარულით გაინაბებიან....
ძალიან პატარა ვარ ამ დროს...

იცი რა მიყვარს?!
იასამნები რომ გაიღვიძებენ და
ხელებს რომ შემოვხვევ უზარმაზარ თაიგულს,
მერე თვალებით ხუთფურცლიან ყვავილს დავუწყებ ძებნას და...
ძლივს რომ ვიპოვნი და მოვწყვეტ...
ცოტა ხნის წინ გაფაციცებული რომ ეძებდნენ,
იმ თვალებს რომ დავხუჭავ და,
სურვილს რომ ჩავიფიქრებ და ყვავილს ჩავყლაპავ...
ძალიან პატარა ვარ ამ დროს...

იცი რა მიყვარს?!
მაღალ სკამზე რომ ვზივარ და
ხელში გაზაფხულს რომ მოვტაცე მიწაზე ყოფნისას,
ის იასამნები და ფოთლები მიჭირავს და
პატარა ტერფებს მთელი ძალით ვიქნევ ჰაერში...
გარედან „ვიღაცეები“ რომ მეძახიან და
ადამიანებთან დაბრუნდიო, მთხოვენ....
მე კიდე მთელი ხმით მინდა ვიყვირო:
„სუყველა გაჩუმდეს!!!...“

მაგრამ მხოლოდ ვიღიმები...
ძალიან პატარა ვარ ამ დროს...

არის ორთავიანი დრაკონი _
შენთავიანი მე და
ჩემთავიანი შენ.♥

მე ახლა ჩემი შორეული ოცნებიდან გწერთ

თქვენი აზრით, სად ვიმყოფები? სადმე კაფეში, ტერასაზე? ან სასტუმროში? ეს არაფერს ცვლის. მე ეს ოცნება სულ თან დამყვება. დღისა და ღამის ყველა საათში, მუდამ დამდევს უცნობი მხარე. შორეული მყინვარები, უდაბნოები... უკიდეგანო ცის ლაჟვარდი ზღვაზე გაწოლილ ზმანებას არწევს.
თქვენც კარგად იცით, ეს ყველაზე შორი ოცნება ყველაზე მეტად ახლობელია. მერე რა, რომ ხორციელია, ძვლებით და სისხლით, ჰაერივით მსუბუქია, ვერ მოიხელთებ. ჩიტს გავს, დემონსაც, ანგელოზსაც. ჩვენს თავებში გამომწყვდეული ხშირად იცინის და დაგვცინის კიდეც.

სიცოცხლის საიდუმლო

სივრცე შექსპირთან. დედამიწა ცას უყურებს და მის ბნელ და ლაჟვადისფერ სახეებს - ეჭვსა და სასოებას, აკვირდება. სიცოცხლე მოდის დაიკარგება სიკვდილით. მთელი სიცოცხლე საიდუმლოა, ამოუცნობი სივრცე დაბადებასა და აგონიას, თვალის პირველ გახელასა და საბოლოოდახუჭვას შორის. ეს საიდუმლო შექსპირს აწუხებს. მის პიესებში ჩიტები ჭიკჭიკებენ, მცენარეები ყვავილობენ, ცა იღრუბლება, გულს უყვარს,სული იტანჯება, ცხელა, ხან ცივა. დღეს ღამე ცვლის, დრო გადის. ტყეები მეტყველებენ, ხალხი ლაპარაკობს და მარადიული ოცნება ფარფატსაგრძელებს. შექსპირთან ყველაფერია და ყველაფერი შექსპირზეა : ხის წვენიც და სისხლიც, სიცოცხლე თავისი ყველა ფორმით, იდეებით დაქმედებებით, კაცობრიობა და ადამიანი, მომაკვდავები, მარტოსულები, ქალაქები, რელიგიები, ბრილიანტი და მარგალიტები, ნეხვი და მძორი,მომავალთა და წარმავალთა ნაბიჯების ხმა. ეს გენიოსი მკვდრების თავიდანმშობელი დედამიწაა. შექსპირი მოჩვენებებსაც უყვართ. შექსპირიდანტეს ძმაა..შექსპირი, პირველ რიგში, წარმოსახვაა. ყველა მოაზროვნემ იცის, რომ წარმოსახვა სიღრმეა. გონების ვერცერთი სხვა უნარი ვერ ჩაწვდება იმსიღრმეებს, რომლებსაც წარმოსახვა. ხშირად ჩიხში მოქცეული მეცნიერებაც მას მიმართავს. ლოგარითმებში, ალბათობების გამოთვლაში,ბგერის ტალღებზე დაკვირვებაში, ალგებრისა და გეომეტრიის გამოყენებაში წარმოსახვა ანგარიშის კოეფიციენტი ხდება და მათემატიკაპოეზიად გადაიქცევა. მე არ მჯერა სულელი სწავლულების მეცნიერების. შექსპირის კომედია ცრემლებში იბადება, ქვითინი – სიცილში,პოეტური სახეები ერთმანეთს ერევიან და ეჯახებიან, მასიური ფორმები დიდი მხეცებივით მძიმედ მოძრაობენ, მოჩვენებები ქალებივითნარნარებენ ან კვამლივით იტალღებიან. სულები ჩრდილის პეპლებივით თრთიან ბნელ ლერწამში, რომელსაც ვნებას და მოვლენებსვუწოდებთ.,

Marionette


If for a moment God were to forget that I am a rag doll and granted me a piece of life, I probably wouldn't say everything that I think; rather, I would think about everything that I say...
I would value things, not for their worth but for what they mean. I would sleep less, dream more, understanding that for each minute we close our eyes, we lose sixty seconds of light...
I would walk when others hold back, I would wake when others sleep, I would listen when others talk...
And how I would enjoy a good chocolate ice cream!
If God were to give me a piece of life, I would dress simply, throw myself face first into the sun, baring not only my body but also my soul...
My God, if I had a heart, I would write my hate on ice, and wait for the sun to show. Over the stars I would paint with a Van Gogh dream a Benedetti poem, and a Serrat song would be the serenade I'd offer to the moon...
I would water roses with my tears, to feel the pain of their thorns and the red kiss of their petals... My God, if I had a piece of life... I wouldn't let a single day pass without telling the people I love that I love them...
I would convince each woman and each man that they are my favorites, and I would live in love with love...
I would show men how very wrong they are to think that they cease to be in love when they grow old, not knowing that they grow old when they cease to be in love!
To a child I shall give wings, but I shall let him learn to fly on his own. I would teach the old that death does not come with old age, but with forgetting...
So much have I learned from you, oh men ... I have learned that everyone wants to live at the top of the mountain, without knowing that real happiness is in how it is scaled...
I have learned that when a newborn child first squeezes his father's finger in his tiny fist, he has him trapped forever...
I have learned that a man has the right to look down on another only when he has to help the other get to his feet...
From you I have learned so many things, but in truth they won't be of much use, for when I keep them within this suitcase, unhappily shall I be dying...

გული



მოკვდა.

დის ნაზს ხელს არ გაუსწორებია სასთუმალი; იდუმალის მწუხარებით არ შემოუხედავს ავადმყოფის ოთახში სატრფოს თვალებს; ნაცნობებს არ მოუკითხავთ; უკანასკნელ წამს შენდობა არ მიუღია იმ მშვიდ, წყნარ ადამიანისაგან, რომლის ძალა აღარ სწამდა, მაგრამ დამამშვიდებელი სიტყვების მისგან გაგონება მაინც უნდოდა; დედას არ დაუყრია ცხარე ცრემლები.

მოკვდა უცხოეთში.

- ათასი სნეულებით იყო ავად, არავითარმა წამალმა არ იმოქმედა, - იმართლებდა თავს ამხანაგთა წინაშე ექიმი.

ცხედარი გაჭრეს.

პროფესორმა ხელები ჩამოუშვა და გაკვირვებულმა წამოიძახა:

- შეხედეთ, ბატონებო, ეს რა ამბავია?!

ერთმანეთს შესცქეროდენ.

- ბატონებო, გული, გული, სადღაა?

გულის მაგიერ ფერფლი-ღა დარჩენილიყო.

დეპეშით გაგებული უბედურებისაგან თავზარდაცემული დედა შევიდა საყვარელ შვილის ობლათ დატოვებულ ოთახში. ქვითინებდა: ასე გამომიმეტე ქვრივი ოხერი? სადაა შენი კარგი გული, ამდენის ვაით და უით რომ ჩაგიდგი საგულეში?

კედლიდან პატარა რუქამ გასცა პასუხი:

- მე დავაჭკნე!

- მე დავწვი! - გახმაურდა სურათი მაგიდაზე.

სიტყვები არავის გაუგონია.

ის

მუდამ ის... ყოველგან ის... ყოველისფერში ის...

ქსელებში გახლართული წარმოუდგენელ ტანჯვასა ვგრძნობ და უტკბესს ნეტარებას!

ღრუბლის ნაფლეთები მისცურავს ცაზე, ერთმანეთს ასწრებს, ჯგუფდება და - საკვირველია! - ნათლად, ცოცხლად, ათასნაირად, გარკვეულად მიხატავს... მას.

ბალღის ტიტინში მის უმანკოებას ვხედავ; ვაჟკაცის გულმკერდში - მისსა მხნეობას.

ზღვის უფსკრული - მისი გონების სიღრმეა; ჩანჩქერი - მისი აზრის სიმკვირცხლეა.

ამომავალი, მილეული მთვარე - მისი სინაზეა; მზე - გამაცოცხლებელი ძალაა მისი.

ქაცვს, ეკალს ხელით ვგლეჯ - მეშინია არ გაუკაწროს მას პატარა ლამაზი ფეხები; ვარდს, იას ვრგავ, ვრწყავ - იქნებ ოდესმე დაყნოსოს იმან.

ის მეუბნება ნანას. ძილშიაც მეცხადება... ის მაღვიძებს...

მუდამ ის... ყოველგან ის... ყოველისფერში ის...

ქსელებში გახლართული წარმოუდგენელ ტანჯვასა ვგრძნობ და უტკბესს ნეტარებას!

Salvador Dalí





♥♥♥


არასდროს ყოფილხარ სულერთი,

სულ ერთი იყავი.

შენ კი ამ სიცარიელეს სიტყვებს შორის ვერც კი ხედავდი...

Saturday, October 23, 2010

Never Fail..

  love is patient,love is kind,it doesn't envy,it doesn't boast,it is not proud,it is not rude,it is not selfseeking. it is not easily angared,it keeps no record in wrongs.love doesn't delight in evil,but rejoices with the truth!!!!! it always protects,always trusts,always hopes,always perserveres.love never fails.. remember..


თრობას მიეძალე. თრობაა ყველაფერი. ეგ არის ხსნა ერთადერთი, რათა არ შეიგრძნო ამაზრზენი ტვირთი დროისა, რომელიც დაგცემს, წელში გაგტეხს. ჰოდა, ამადაც თრობას მიეძალე, გამოუნელებელს.


ჰო, მაგრამ რითი? ღვინით, პოეზიით, სიქველით, რითიც გენებოს, ოღონდ იყავი მთვრალი.


და თუ ოდესმე კვლავ გამოფხიზლდები - სასახლის კიბეზე, მდინარისპირა პატარა მდელოზე, თუ შენი ოთახის შემზარავ სიმარტოვეში, - მაშინ ქარს, ტალღას, ვარსკვლავს, ჩიტს, საათს, ყოველივეს, რაც დარბის, ან დაქრის, კვნესის ან მიედინება, ჰკითხე: რომელი საათია? და მაშინ ქარი, ტალღა, ვარსკვლავი, ჩიტი, საათი მოგიგებენ: თრობის საათია! თრობის და თავდავიწყების, რათა არ ვეყმოთ, არ ვემონოთ დროს, არ შევიქმნათ მისი მარტვილნი; ამიტომ მივეძალოთ დაუსრულებელს: ღვინით, პოეზიით, ან სიქველით - წადილისამებრ.

უცხო


იდუმალებით მოცულო კაცო, მითხარ, ვინ გიყვარს ყველაზე მეტად: დედა, მამა, და თუ ძმა?



 - არა მყავს დედა, არც მამა, არც ძმა და არცა და



- მაშ მეგობრები?



- მაგ სიტყვების აზრი დღემდე უცნობია ჩემთვის.



- იქნებ სამშობლო?



- არც კი ვუწყი, რომელ განედზე მდებარეობს იგი.



- მშვენიერება?



- მე მზადა ვარ შევიყვარო მშვენიერება, თუ იგი ღვთაებრივი იქნება და უკვდავი.



- ოქრო?



- მე მძულს ოქრო, ისევე როგორც თქვენ გძულთ ღმერთი.



- მაშ რაღა გიყვარს ბოლოს და ბოლოს, საოცარო უცხოელო?



- ღრუბლები მიყვარს... ჰე, ცის ტატნობზე რომ მისცურავენ... ის საოცარი ღრუბლები. 

ფანჯარა


ის, ვინც ღია ფანჯრებში იყურება ქუჩიდან, ვერასოდეს შეიგრძნობს ყოველივე იმას, რასაც დაინახავთ ჩაკეტილ ფანჯარაში ცქერისას. არაფერია უფრო ღრმა, უფრო იდუმალი და მიმზიდველი, უფრო პირქუში და თვალისმომჭრელი, ვიდრე ფანჯარა, სანთლის შუქით განათებული შიგნიდან. ის, რასაც ვხედავთ მზის სინათლეში, სულაც არ არის იმდენად საინტერესო, როგორც ის, რაც ხდება მინის მიღმა. იქ მცირე, ჩაბნელებულ სივრცეებში - ცხოვრებაა, ოცნებაა, ტანჯვაა ადამიანისა.

სახურავთა ტეხილებს ზემოთ ფანჯარაში ვხედავ ხანში შესულ ქალს, სახედანაოჭებულს, ღატაკს, მუდამ რაღაცაზე წახრილს, რომელიც არასოდეს გამოდის სახლიდან. მისი სახის, ტანისამოსის, მოძრაობის და რაღაც ოდნავ შესამჩნევი ნიშნების მიხედვით მე შევიქმენი ჩემთვის ისტორია მისი ცხოვრებისა, უფრო სწორად - ლეგენდა მის შესახებ; ზოგჯერ მოვუთხრობ ჩემს თავს ამ ლეგენდას და ვტირი.აქ რომ ღარიბი ბერიკაცი ცხოვრობდეს, მის შესახებ შევთხზავდი ასეთსავე ამბავს.


მე ხომ ვამაყობ ის შეგრძნებით, რომ მიცხოვრია სხვათა ტანჯვით, ჩემგან განსხვავებულ ადამიანთა ტანჯვით.



შესაძლოა, თქვენ მითხრათ: „განა დარწმუნებული ხარ, რომ ეგ ლეგენდა შეეფერება სინამდვილეს?!“ მაგრამ, აბა, რა მესაქმება მე სინამდვილესთან, რომელიც ჩემს გარეშეა, მაშინ როდესაც ჩემი ლეგენდა მეხმარება მე ცხოვრებაში - მაძლევს შეგრძნებას არსებობისას, ჩემივე თავისას. 

I LOVE SS ანუ კოცნისმისტერია (ფრაგმენტი)


15 ივლისი

Dear Stephanie!

გუშინდელი წერილი გადავიკითხე, დავფიქრდი _ კი მაგრამ, რატომ გკოცნი?! და საერთოდ, რა არის კ ო ც ნ ა ? ! მართლაც და, რა?!უნდა გავარკვიო, მაგრამ გაარკვიო რა არის კოცნა, ნიშნავს, გაარკვიო ყველაფერი.

გაარკვიო რა არის კოცნა, ნიშნავს,.. აკოცო.

გაარკვიო რა არის კოცნა, ნიშნავს,.. მოკვდე.

გაარკვიო რა არის კოცნა, ნიშნავს,.. აღსდგე!

და მერე ისევ მოკვდე...

“კოცნა”, ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის თანახმად, ესაა “სიყვარულის, ალერსის, პატივისცემის გამისახატავად ტუჩებით შეხება”.კი, მართალია, ალბათ, ეგრეც შეიძლება ითქვას, მაგრამ განა მხოლოდ ესაა?!“სიტყვის კონა” (ძველთაძველი ლექსიკონია ქართული, XVI საუკუნისა ჩვენს ერამდე) გვამცნობს: ”კოცნა _ ბაგით ამბორი. ამბორი არს სულიერი, ხოლო კოცნა _ ხორციელი”. ამბორზე კი წერია: “სულიერი კოცნა”.და უეცრად მივხვდი, ქართულ ენას ერთი სიტყვა აკლია. დიახ! ერთი, რომელიც გამოხატავდა კოცნას, ხორციელიც რომაა, სულიერიც, და თან, ფშვინვიერიც _ ყველაფერი ერთდროულად, კომპლექსურ-გლობალურად, უნივერსალურად! (გააქვთ ინგლისურში ასეთი სიტყვა? რა, თქვენი ბანალურ-ტრაფარეტული “ქისსინგ” ყველაფერს მოიცავს ვითომ?)

ჯერ ვცადე შემეერთებინა ორი, აწ არსებული, ქართული სიტყვა, “ამბორი” და “კოცნა”, მაგრამ მექანიკურ შეერთებას, მოგეხსენება, შედეგიც შესაბამისი მოსდევს, ანუ უარსო-უშინაარსო. “ამ+ცნა” იქნება თუ “კომ+ბორი”, სასაცილოდ ჟღერს, და თან ვერც მიხვდები, რა იგულისხმება...

და უცებ დამარტყა _ არაა საჭირო ტვინის ჭყლეტა და ხელოვნური კომბინაციების გამოგონება.კოცნა, რომელსაც ვეძებ, არის: კ ო ო ო ც ნ ა ანუ კოცნა მესამე ხარისხში _ კ3 (საერთაშორისო ნოტაციით _ K3).და არა უბრალოდ და აგდებით, ვითომც აქ არაფერიაო: კოცნა!... მერე, ყოველი შემთხვევისათვის, “ქართულ სინონიმთა ლექსიკონშიც” ჩავიხედე. “კოცნა”-ზე მითითებულია _ იხ. “ამბორი”. მეც ვიხ.“ამბორი, ამბორის ყოფა (ამბორი უყო), კოცნა, ბუსვა, პროშტვა, ლოშნა, ტლოშნა, მტლაშა-მტლუში, მთხვევა (ხელზე ემთხვია, ხატს ემთხვია), საბავშ. პაჩი.მძაგს უგულო სიყვარული,ხვევნა, კოცნა, მტლაშა-მტლუში.შოთა”მძაგს? მძააგს რო?დავფიქრდი...არა მძაგს, ჩემო შოთავ, და რა ვქნა!

I'm the type of girl that can be so hurt but can still look at you & smile, coz u mean the world for her .. The type of girl who is willing to brighten your day even if i can brighten my down. and she knows that u are somewhere maybe not by her side but somewhere and even that makes her happy coz she loves u so.. : ) you idiot  ♥