BLOGGER TEMPLATES - TWITTER BACKGROUNDS »

Tuesday, December 27, 2011

ოდესმე... (Dear Diary)

ოდესმე ყოფილხარ პეპელა და გიცეკვია გვირილებზე? ოდესმე დაჰკვირვებიხარ რომ ჰაერს სუნი აქვს? ოდესმე შეგინიშნავს რომ ფიფქები ფერადია? ოდესმე დაგიხატავს ცისარტყელა მხოლოდ ერთ ფერში? ოდესმე გდომებია ბუმბულად ყოფნა?  ოდესმე სუნთქვაშეკრულს ღრუბლებზე გირბენია? ოდესმე ბედნიერებისგან გიტირია? ოდესმე გიფიქრია რა ფორმა აქვს სიყვარულს? ოდესმე ბავშვივით გულწრფელად გყვარებია სულის კივილამდე?
..............
მე, კი...................................................................................♥



Monday, December 12, 2011

ცხელი მარწყვის კისელი (Dear Diary)

რაღაც ფრიად უცნაურ ხასიათზე ვარ.. არა, კი არ მიკვირს უბრალოდ.. რაღაც ისეთია.. ასე მგონია სულით ხორცს მივათრევ და მემძიმება.. ყოველი სახსარი მტკივა.. თან ჩემს იდეალურ სამყაროში ვარ. სახლი მთის წვერზე და ბევრი თოვლი..(♥) მარწყვის ცხელი კისელი მინდა დიიიდი ჭიქით და ფუმფულა ნაქსოვი წინდები.. და ბუხარი მინდა, მარტო ბუხრის შუქი სახეზე რომ მანათებს და ისე ახლოდან მელამუნება ლოყებს მიწითლებს.. მინდა ფანჯრიდან ვხედავდე ფიფქების ბარდნას და ბუხარში შეგდებული ხის კუნძების სიცილის ხმა მესმოდეს. აი ასე: "ტკაც, ტკუც, ტკაც, ტკუც".. მინდა ბუხართან დამეძინოს.. მინდა შენც დაგეძინოს.. და ბარდნიდეს.. ბარდნიდეს.. მსუქანი ფიფქებით ბარდნიდეს... გადაუღებლად... და მეორე დილითაც ღამე იყოს.. ტკაც- ტკუც, ტკაც- ტკუც.....................