BLOGGER TEMPLATES - TWITTER BACKGROUNDS »

Tuesday, December 27, 2011

ოდესმე... (Dear Diary)

ოდესმე ყოფილხარ პეპელა და გიცეკვია გვირილებზე? ოდესმე დაჰკვირვებიხარ რომ ჰაერს სუნი აქვს? ოდესმე შეგინიშნავს რომ ფიფქები ფერადია? ოდესმე დაგიხატავს ცისარტყელა მხოლოდ ერთ ფერში? ოდესმე გდომებია ბუმბულად ყოფნა?  ოდესმე სუნთქვაშეკრულს ღრუბლებზე გირბენია? ოდესმე ბედნიერებისგან გიტირია? ოდესმე გიფიქრია რა ფორმა აქვს სიყვარულს? ოდესმე ბავშვივით გულწრფელად გყვარებია სულის კივილამდე?
..............
მე, კი...................................................................................♥



Monday, December 12, 2011

ცხელი მარწყვის კისელი (Dear Diary)

რაღაც ფრიად უცნაურ ხასიათზე ვარ.. არა, კი არ მიკვირს უბრალოდ.. რაღაც ისეთია.. ასე მგონია სულით ხორცს მივათრევ და მემძიმება.. ყოველი სახსარი მტკივა.. თან ჩემს იდეალურ სამყაროში ვარ. სახლი მთის წვერზე და ბევრი თოვლი..(♥) მარწყვის ცხელი კისელი მინდა დიიიდი ჭიქით და ფუმფულა ნაქსოვი წინდები.. და ბუხარი მინდა, მარტო ბუხრის შუქი სახეზე რომ მანათებს და ისე ახლოდან მელამუნება ლოყებს მიწითლებს.. მინდა ფანჯრიდან ვხედავდე ფიფქების ბარდნას და ბუხარში შეგდებული ხის კუნძების სიცილის ხმა მესმოდეს. აი ასე: "ტკაც, ტკუც, ტკაც, ტკუც".. მინდა ბუხართან დამეძინოს.. მინდა შენც დაგეძინოს.. და ბარდნიდეს.. ბარდნიდეს.. მსუქანი ფიფქებით ბარდნიდეს... გადაუღებლად... და მეორე დილითაც ღამე იყოს.. ტკაც- ტკუც, ტკაც- ტკუც.....................

Friday, November 4, 2011

ოლალა ♥ (Dear Diary)

"ღრუბლებს მოვწყდები ცაზე, ნიავის დახამრებით შენი ოთახის ღია ფანჯრიდან შემოვიპარები, მოვალ შენს საწოლთან, მთვარის შუქით განათებულმხოლოდ ჩემთვის ნაცნობ ნაკვთებს დავუწყებ მზერას. მოგიახლოვდები, შენი სუნთქვის სითბოს და სიმსუბუქეს შევიგრძნობ ტუჩებზე რომ დამეფინება, თითქოს საკოცნელად მიწვევს ისე.. და მეც გაკოცებ, გაკოცებ რაღაც არაამქვეყნიურად ნაზად და მსუბუქად,ბუმბულისებრს რომ ეძახი ხოლმე აი ისე. ამ სიტკბოებისგან იმქვეყნად გასულს შენი სხეულის სურნელი დამეწევა და ისე სასიამოვნოდ გამოაშტერებს ტვინის უჯრედებს, გულის სისხლძარღვებს და სულის მარადიულობას რომ სხვებისთვის უხილავ ფრთებს გამომაბამს და შენი ფერებით დახატულ ჩვენს სამყაროში დამაწყებინებს ფრენას.მიყვარხარ ცრემლებამდე ამ მონოლოგის დროს რომ მისველებს თვალებს"
ეს ჩემმა კუნკულამ მითხრა.. და კიდევ ბევრი ბევრი რამ... მაგრამ ის მხოლოდ ჩემთვის..
მიყვარხარ ზეაღმატებით ხარისხში.
სულში, გულში, ცისხელაზე ♥

Friday, September 23, 2011

Trip with myself (Dear Diary)

ცოტაც და წავალ...წავალ იქ, სადაც ყველაფერი ზღაპრულია, სადაც კეთილსა და ბოროტს გვერდი-გვერდ მივყვები, სადაც ყველას სახლის ფანჯარაში შევიხედავ და მათთან ერთად ვიცინებ, ვიტირებ, ან სულაც ვიგრძნობ არაფერს.. წავალ იქ, სადაც შესაძლოა, რომ ფაფუკი ფიფქებით დაფარულ მდელოზე ცისარტყელა აბრჭყვიალდეს, ან გვირილების წვიმა მოვიდეს.. წავალ იქ, სადაც კაციც ვიქნები და ქალიც, ბავშვიც და მოხუციც, მდიდარიც და მათხოვარიც, ძლიერიც და უსუსურიც.. ვიქნები გმირი, ვიქნები ლაჩარი, ვიქნები მხსნელი, ვიქნები მკვლელი. მადიდებენ, უარმყოფენ, გამთელავენ, მაფურთხებენ , მომბაძავენ, გულს მატკენენ. ვიქნები ყველგან და ყველაფერში, ვიქნები მათი მდევარი, მათი აჩრდილი, მეცოდინება მათი ყველა საიდუმლო...
ვითოვებ..
ვიწვიმებ..
ვიქროლებ..
წავალ და ვიქნები სიყვარული, წავალ და ვიქნები იმედი, წავალ და ვიქნები ყველა(არა)ფერი..
მე წავალ წიგნში..

Sunday, September 18, 2011

^.^





Thief

ქურდი ვარ...ყველაზე გულწრფელი და გულახდილი ქურდი...

ვაღიარებ,რომ მზეს სითბო მოვპარე... რომ საათები მოვპარე დროს; იმიტომაა რომ თენდება გვიან... დავდივარ და ვიპარავ აპრილის წვიმებს... ხანდახან მზის სხივებსაც... ცისარტყელას ფრთები მოვპარე... შვიდიღა დარჩა...ვიპარავ ყველაფერს და ნელ-ნელა გულს... ზღვასაც ნაპირი მოვპარე ...ვარსკვლავებს ერთმანეთი...

და, ალბათ, არ გეწყინება! თუ გეტყვი: სანამ შენ ამას კითხულობდი, ცოტა სითბო და სიყვარული მოგპარე... სულ ცოტა... დღეს მაინც რომ მეყოს..

მეფე-მონა, ანუ ♥

თუ ვინმე გიყვარს - ადამიანი ხარ სიყვარული ღიმილში იმალება,

თვალებში იკითხება დროში იკარგება

და გულში იმარხება... მოდით ერთმანეთს ყოველთვის ღიმილით შევხვედთ ,
რადგან ღიმილით იწყება სიყვარული სიტყვა "სიყვარულს" წარსული ფორმა არა აქვს ფერფლისგან ვერასოდეს აინთება ცეცხლი წარსულს ვეღარ დააბრუნებ ვერც ვერაფერს შეცვლი მონა ხარ როცა გიყვარს,მეფე ხარ როცა უყვარხარმაინც,რა არის სიყვარული?!....ზეცით მოვლენილი ნათელი სხივია,ადამიანთა გულებში დამკვიდრებული...ან იქნებ სიყვარული გრძნობაა,რომელიც საწყისია სულიერი ამაღლების...ღამეებს,რომ გათენებინებს ფიქრში.სულ "მას" რომ დასტრიალებ,"მისი" ხმის გაგონება და "მისი" დანახვა სიხარულს გგვრის... ....იქნებ მონატრებაა ადამიანის??? "მასთან შეხვედრას,რომ ნატრობ,ნახავ და გაურბიხარ. "მისი" სიტყვა იმდენად ძვირფასია,რომ მას შეუძლია შეცვალოს მთელი შენი ცხოვრება... ჩაფიქრებულს,რომ გკითხავენ: -"რაზე ფიქრობ?" -და შენ დაბნეულად პასუხობ: -"არაფერზე"..... არაფერია სიყვარული ამვე დროს კი ყველაფერი სიყვარულია, როცა ორი ერთარსებად შეერთდება, მამაკაცი და ქალი ანგელოზად იქცევა. სიყვარული ზეცაა. როცა საკუთარ თავს არწმუნებ რო შენ ის არ გიყვრას სწორედ მაშინ ხარ შეყვარებული ეჭვიანობა სულია სიყვარულისა სიყვარული არის მწარე თამაში, რომ გამოცდი დარწმუნდები ამაში სიყვარული ჰგავს ხეს,იგი თავისუფლად იზრდება ჩვენს არსებაში და ხშირად განადგურებულ გულშიაც კი განაგრძობს მწვანედ ხასხასს სიყვარული ნარკოტიკს ჰგავს.თავიდან ეიფორია,სიმსუბუქე და სრული გალღობის შეგრძნება გეუფლება.ჯერ ღრმად არ შეგიტოპავს და თუმცა შეგრძნებები მოგწონს,მაინც გჯერა,რომ ნებისმიერ წუთს შეგიძლია,განზე გადგე.საყვარელ არსებაზე დღეში ორ წუთს ფიქრობ და მერე სამი საათი ივიწყებ.მაგრამ თანდათან ეჩვევი ამ ახალ შეგრძნებებს და სრულიად დამოკიდებული ხდები.და მაშინ უკვე სამ საათს ფიქრობ,ორი წუთით კი ივიწყებ.თუ საყვარელი არსება გვერდით არ გყავს,იმასვე შეიგრძნობ,რასაც ნარკომანი,წამალს რომ წაართმევენ.ასეთ წუთებში იმ ნარკომანივით,რომელსაც ერთი დოზის გულისთვის შეუძლია,იქურდოს,მოკლას,თავი დაიმციროს,შენც მზად ხარ ყველაფერი გააკეთო სიყვარულისთვის

Thursday, June 30, 2011

მარტოკინა ხარ ჩემთვის…

ჩუმი მოლოდინით გაიყინა ღამე, სადღაც ორღობეში შეიყუჟა მთვარე, მიწამ შავად ჩამოთოვა ცაზე, გაიცრიცა ირგვლივ არე-მარე და ჩემ თვალწინ მდუმარებით დაიბადა კიდევ ერთი ღამე. შენზე ფიქრებს გამოვატან ქარებს, გიამბობენ ათასნაირ ამბებს, მე კი ისევ შენი სუნთავა გამიგრილებს სახეს.

ისევ დამიმარტოხელა ბინდმა, მიმკარგა, სადღაც ბნელ სიშვეთში - გამაშავთეთრეს ? ! ამომგლიჯა თვალებიდან ფერი - სერი ანდაც ცისფერი, შავი სუდარა დამაქსოვა თავზე. ვიღაც მიყურებს, თითქოს მხატავენ… შევ-თეთრ ფერებით. მომწყურდა ახლა პალიტრა ფერთა, სიმწვანე - თვალთა, ბაგეთ - სინათლე, სითეთრე კანის… საოცარი გრძნობით დამატყდა თავს შენი მონატრება. მომარგე შენზე ფიქრების მანტია და გადამკარგე იმ უკიდეგანო უსასრულეთსი ვერასდროს, რომ ვერ ვუძებნი ბოლოს, როცა გიყურებ.

ასოებიც განგებ გამომყავს გრძლად. საკვირველია, იცი ?... ახლა დაუკვირდი, თითქოს ყოველ მათგანს ვუყვებოდი შენზე საოცარ ამბებს და თითოეულში, რომ ჩავატიო გრძნობის ალი, მწვავს… როგორც შემიძლია განსაკუთრებულად გრძლად გამოვსახავ მათ.

საწერ მაგიდას მივადე ყური, მსურს, რომ გავიგო ხმა შენი სულის. შენზე ფიქრების ფურცლებზე გაცოცხლებულ გულისცემას ვუსმენ - გესმის?

მართლა ვგრძნობ ტალღებს, მუსიკის ჰანგებს, რბილად, რომ მარწევს და მსუბუქად, რომ მეფერებიან კანზე. ჩუუუ… ეს შენი სუნთქვაა, ახლაც ისეთივე სიცხადით მესმის, როგორც პირველად, რომ შევიგრძენი, არა გავიგონე და შევიგრძენი…

Saturday, June 25, 2011

დ ე დ ა მ ი წ ა ს ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ა ტ რ ი ა ლ ე ბ ს! ♥

-თქვენ... -აირია დომენიკო, - თქვენ.....გიჟი არა ხართ?
-არა, გაგიჟდი? - გაეღიმა ალექსანდროს, - არა, ზედმეტად დალაგებულნი, ხანდახან ასეც გამოვიყურებით.

* * *
დედას კი თუმცა არ უყვირია,არც ჭაღარა არ დაუგლეჯია,ლოყებიც არ ჩამოუხოკავს და თავშიაც არ წაუშენია ხელი_ყველანი მიხვდნენ,როგორი ყოფილა ჭეშმარიტი გლოვა:იმან მოხუცმა,უბედურებით გაკაჟებულმა,ცივ ხელზე დაადო ხელი და,დიდებულს,ამაყს,უსაყვარლესს, მხოლოდ ეს უთხრა,გაოცებულმა ესა თქვა მხოლოდ:
–რად არ უყვარდი არავის,შვილო.

* * *
განრისხების მრავალსაფეხურიან კიბეზე წყრომის ერთი გადადგმული ნაბიჯი- უეცრად მოკუმული ტუჩები რომ დაინახა, მაშინვე შეაგება..

* * *
მხოლოდ მისთვის გასაგები ბედნიერებით ბედნიერი

* * *
გული ზურგიდან უფრო ახლოსაა..

* * *
ვეღარ მოითმინა , განზე მიაბრუნა თავი და მხარუკუღმა დაუღრიალა:
--ადამიანის სიკვდილს რაღად მაყურებინეთ?!
მაშინვე მშვიდად უპასუხეს:
--ადამიანი რომ გყვარებოდა!!"

* * *
- "რეკავს თუ რეკს?"
- "რეკს. რა საჭიროა ზედმეტი ხმოვნები." - აღნიშნა დულიომ.
- "სწრიხრ" - დაეთანხმა ალექსანდრო.
- "რაო?"
- "სწორი ხარ-მეთქი."

Thursday, June 23, 2011

მერე რა, რომ იტირა .. ♡♥♡ (Dear Diary)


გული ორმაგად ფეთქვას, თანაც ისე გამალებით, რომ ფილტვებისკენ მიმავალი ჰაერი გზაშივე იყინება და ამოსუნთქვასაც ვერ ვახერხებ! ფეთქვას ისე,რომ მთელს სხეულში თრთოლვა მიტანს, სისხლი მეყინება,გული მიჩერდება და ძეგლივით გაქვავაებული ვეკარგები საკუთარ თავს. ყოველივე ეს კი მანიშნებს იმას, რომ ჩემ სხეულში ერთი კი არა, ორი სუნთქვას: შენ და მე!

Tuesday, June 7, 2011

Saturday, April 30, 2011

ex-eye daisy


მხოლოდ ერთი ფურცელი
დააკლდა გვირილას
რომ ეთქვა…ჩემთვის “ჰო”
და ათრთოლებულს
დამნაშავესავით შეეკუმშა
ყვითელი გული…

Sunday, April 24, 2011

ბომჟი ♥


ისინი, ვინც ჩემს გვერდით არიან, ვერც კი ხვდებიან, რომ შენ მათზე უფრო ახლოს ხარ ჩემთან..
მათ, ვინც მესაუბრებიან, არც კი იციან, რომ ჩემი გული სავსეა შენგან გამოუთქმელი სიტყვებით..
ისინი, ვინც ჩემს გვერდით ჩემსავე ბილიკზე მიაბიჯებენ, ვერც კი წარმოიდგენენ, რომ მე მხოლოდ შენს გვერდით დავდივარ...
მათ, ვისაც მე ვუყვარვარ, არ ესმით, რომ მათსავე სიყვარულს შენ მოჰყავხარ ჩემს გულამდე..

Wednesday, April 20, 2011

In The Sun

Sunday, March 6, 2011

შეგინდოს! :)

დღეს შენდობის დღეა და.. შემინდოს ყველამ თუ რამე ვაწყენინე და მეც მიპატიებია ყველასთვის, ვინც გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად მაწყენინეთ და გული მატკინეთ. შენთვისაც შემინდვია ერთ დროს ჟრუანტელის ეპიცენტრო :) მართალია, აღარასდროს აღარაფერი განმეორდება, მაგრამ გულწრფელად მიპატიებია. იმედია სხვანაირად არ გაიგებ, უბრლოდ მინდა, რომ დამძიმებული გული არ მქონდეს იმის გამო, რომ გათელილად ვგრძნობ თვას, უბრლოდ მინდა უფლის წინაშე მართალი ვიყო. ღმერთი გფარავდეს ყველგან და ყოველთვის ამინ!

Monday, February 28, 2011

Nothing Ever Change

ყველაზე გულწრფელი და ბავშვური?-უბრალოდ იყო და არა იყო რა..იყავი შენ.. -ალბათ.

Thursday, February 10, 2011

ზღმარტლი [zeim of goimoba]

:D:D:*:*:) (hug)
[0:19:51] tatiaaa: (rofl)
[0:20:46] tatiaaa: momiyevi exla kargi ambebi,kargi tu ara nichego ambebi,nichegoc tu ara iyos cudi :D:D:D
[0:21:57] tatiaaa: (rofl)
[0:22:06] Amélie Poulain: :D:D:D:D
[0:22:16] Amélie Poulain: au magari kaci xar shend zmobas ficari
[0:22:26] tatiaaa: shen tavs vficavaaar
[0:22:28] tatiaaa: :D:D:*
[0:22:41] Amélie Poulain: dagenaye
[0:22:52] tatiaaa: degewamle
[0:22:52] tatiaaa: :D
[0:23:10] Amélie Poulain: dageeeeglise
[0:23:14] tatiaaa: :D:DD
[0:23:24] tatiaaa: chagexlarte
[0:23:25] Amélie Poulain: :D:D:D:D
[0:23:27] tatiaaa: :D:D:D
[0:24:03] Amélie Poulain: chumad wagiyvan mindoorshiiiiiiiiiiiii
[0:24:13] tatiaaa: chumad dagisxav gvinosaaaaaaaaaaaaa
[0:24:33] tatiaaa: iset simgeras gimgereeeeeeeeeeb,tvals cremli moedinosaaa
[0:24:36] tatiaaa: :D:D:D
[0:24:39] tatiaaa: (music)
[0:24:43] Amélie Poulain: :D:D:D:D:D:
[0:24:44] Amélie Poulain: :D:D:D
[0:24:46] Amélie Poulain: :D
[0:24:46] tatiaaa: :D
[0:24:49] Amélie Poulain: aeeeeeeeeeeeeeeeeeee
[0:24:56] Amélie Poulain: trulaialas fuli rat undaaaaaaaaa
[0:24:56] tatiaaa: ra ar vici ra oxeri var :D:D
[0:24:57] Amélie Poulain: :D
[0:25:06] tatiaaa: trulaila tviton fuliaaaaaaaa
[0:25:09] tatiaaa: :D
[0:25:19] tatiaaa: amoigebs da daxarjaaavs vitomac ara hqonia
[0:25:21] tatiaaa: :D:D:D
[0:25:26] tatiaaa: (dance)
[0:25:27] tatiaaa: (ninja)
[0:25:29] tatiaaa: (ninja)
[0:25:33] tatiaaa: aeeeeeeeeeeeeeeeeee
[0:25:52] tatiaaa: tash,tash,tash taram,taram mraval jamieeeeeeeeeeeeeeerrrrrr
[0:25:53] tatiaaa: :D:D
[0:25:55] tatiaaa: midi dao
[0:25:56] tatiaaa: :D:D
[0:26:09] Amélie Poulain: tush tush vax pataraaam mravaljamierrrrrrrrrr
[0:26:10] Amélie Poulain: :D:D:D
[0:26:11] Amélie Poulain: :D
[0:26:14] tatiaaa: :D:D:D:
[0:26:34] tatiaaa: (rofl)
[0:27:00 | Edited 0:27:12] tatiaaa: ra ucnauraaaaaaaaaaaad, adzgerda guliiiiiiiiiiiiii
[0:27:03] tatiaaa: :D:D
[0:27:21] Amélie Poulain: eg ar vici :D
[0:27:34] tatiaaa: ara,ara mogitaceeeeb,cxra mtas gadagatareeeb
[0:27:35] tatiaaa: :D:D
[0:27:39] tatiaaa: es sxvaa dao
[0:27:41] tatiaaa: :D:D
[0:28:25] Amélie Poulain: ggardzeleba ar vici magis :D
[0:28:32] tatiaaa: arc me
[0:28:34] tatiaaa: :D:D:P
[0:28:35] Amélie Poulain: ra uvici var :D
[0:28:39] Amélie Poulain: shec
[0:28:41] Amélie Poulain: :D
[0:28:44] tatiaaa: :D:D:D:D:D:D:D:D:D
[0:29:07] Amélie Poulain: da me ar mindaaaaaaaaaaa
[0:29:12] Amélie Poulain: sxva netarebaaaaaaaaaa
[0:29:15] tatiaaa: sxva netarebaaaaaaaaaaaaaaaaaa
[0:29:25] tatiaaa: gind moviaro mteli samyaroooo
[0:29:35] tatiaaa: magram ver vpove mxare lamazi
[0:29:48] Amélie Poulain: da me ver vpove gogo

Friday, January 14, 2011

♥ ♥ ♥

მე გული მტკივა თქვენ რომ შეგცქერით, ოო, ისე მწყინს თქვენი ყოველი უმსგავსობა, მაგრამ მაინც მიყვარხართ, ეჰ რა კარგია, რა შესანიშნავი გრძნობაა რომ იცოდეთ... მეც თქვენსავით ვიყავი ერთ ხანს, მხოლოდ ჩემიანები მიყვარდა, და მერე, ჩემთვის მოულოდნელად, სულში გამეფურჩქნა უცნაური ,სიყვარულის მცენარე - აბა, თუ მიხვდებით, რომელი?
- ყაყაჩო!
- არა, ჩქარა ჭკნება!
- ენძელა!
- ნაზია ძალზე...
- გეორგინი!
- გაფოფრილია...
- ვარდი?
- შაბლონურია...
- აბა რა?
- და უცებ სულში გამეფურჩქნა უცნაური მცენარე, სიყვარულის კაქტუსი - ეკლიანი და ეკლებიანი, ოღონდ საოცრად ტკბილი იყო მისი მისი ყოველი ჩხვლეტა, და აი ახლაც, თქვენ რომ გიყურებთ, ახლა მჩხვლეტს და რომ იცოდეთ როგორ მიყვარხართ ...

Wednesday, January 5, 2011

In My Perfect Heaven Place..(Dear Diary)

მაღლა, იისფერ ღრუბლებში ვიცხოვრებ წითელ, შავკოპლებიან ჭიამაიებთან და პეპლებთან ერთად. დაბლა არასდროს დავიხედავ, არასდროს! აღარასდროს ჩაგხედავთ ბინძურ სულში. ჩემი პატარა სახლის გვერდით ბაბუაწვერებს და ყვითელგულა გვირილებს დავრგავ. ცას ისეთს დავხატავ, როგორიც მე მინდა. მზეს ისე გავაფერადებ, როგორც მე მინდა. და შენ.. ისეთს დაგტოვებ, როგორიც ხარ.. გავაქრობ ტალახს და ჩემთან ერთად იცხოვრებ ღრუბლებში.
და ვიფრენთ..
ვიფრენთ ჩვენი სულის ძახილს აყოლილები..

Tuesday, January 4, 2011

მოდილიანი და მისი იდეალური ჟანა

მხატვარი და მოქანდაკე ამადეო კლემენტ მოდილიანი იტალიაში, ქალაქ ლივინოში 1884 წელს დაიბადა. 1906 წელს 22 წლის მხატვარი, პარიზში გადავიდა საცხოვრებლად, გაიცნო იქაური მხატვრები და მალე ბოჰემური წრის განუყრელი ნაწილი გახდა. დაუმეგობრდა პოეტ ჟან კოკტოს, გაიცნო პაბლო პიკასო... მეგობრები ამადეოს „მოდის“ეძახდნენ. მოდილიანი ბევრს ხატავდა, მუშაობდა ქანდაკებებზე, მაგრამ მისი შემოქმედება მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ დაფასდა. მხატვარი განიცდიდა... ბევრს სვამდა, ეწეოდა. აუცილებლობად ექცა ჰაშიში... მოდილიანი ისტორიაში დარჩა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული, სიცოცხლეში არაღიარებული გენიოსი. ამადეო მოდილიანი, 1920 წელს, პარიზის ერთ-ერთ კლინიკაში, 36 წლის ასაკში, ტუბერკულოზით გარდაიცვალა.

არაოფიციალური ცოლი

ჟანა ებიუტერნი, ქალი, რომელმაც მთელი სიცოცხლე მოდილიანის მიუძღვნა, მის ცოლობაზე ოცნებობდა, მაგრამ მაინც არაოფიციალური ცოლის სტატუსით შემორჩა ისტორიას. ჟანამ და მოდიმ ერთმანეთი 1917 წელს გაიცნეს და მალე ერთად დასახლდნენ. მაშინ ჟანა 19 წლის, სახვითი ხელოვნების სკოლის სტუდენტი იყო. ჟანას მოდილიანის ბევრი პორტრეტი აქვს დახატული.

რამდენიმე წლის წინათ კი ნიუ-იორკის იმპრესიონისტებისა და მოდერნისტების აუქციონზე, მოდილიანის მუზისა და საყვარლის, ორსული ჟანა ებიუტერნის პორტრეტი 31 მილიონ დოლარად გაიყიდა...



„ქალი, რომელიც ხშირად მესიზმრებოდა“

ამადეომ ჟანას პორტრეტი, მათ პირველივე შეხვედრაზე დახატა და თავის უახლოეს მეგობარს, მოქანდაკე ბრაკუზის უთხრა: „შევხვდი ქალს, რომელიც ხშირად მესიზმრებოდა, ვფიქრობ, ჩემი ნამდვილი სიყვარული ვიპოვე“.

ამბობდნენ 19 წლის ჟანა, ჩიტს ჰგავდა, რომლის შეშინება ძალიან ადვილია. მას ქალური, მოკრძალებული, მომღიმარი, მოგრძო სახე ჰქონდა, ღვინოს არასოდეს სვამდა.

სმა და ბოჰემა

ჟანას მამა პარფიუმერულ ფირმაში მუშაობდა. ჟანას ძმა, ანდრე, მხატვარი იყო. მისი ნახატები ცნობილ გალერეებში იყო გამოფენილი.

ქალებისმოყვარულ, ლოთ, ჰაშიშით გაბრუებულ, მით უმეტეს ებრაელ სასიძოს, ჟანას მშობლები ეწინააღმდეგებოდნენ. ჟანამ ამადეოს გულისთვის ყველაფერი დათმო. მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, მასთან გადავიდა საცხოვრებლად. მაშინ ამადეო ძალიან ბევრს სვამდა და ავადმყოფობდა. ჟანაში ერთადერთი, რეალური და სულიერი მეგობარი იპოვა, რომელთანაც ჭეშმარიტი სიყვარული აკავშირებდა. ეს ქალი მოდილიანის შემოქმედების განუყოფელი ნაწილია, ის მოდილიანის 20-მდე ნახატშია. ჟანა ცდილობდა მოდის ცხოვრების სტილის შეცვლას, მაგრამ მოდიმ ვერც ამ დიდი სიყვარულის გამო თქვა უარი ბოჰემურ ცხოვრებაზე.

ქალიშვილი ჟანა

მოდი და ჟანა ლუქსემბურგის ბაღთან დასახლდნენ. ფული არ ჰქონდათ. ტუბერკულოზის გამო მისი ჯანმრთელობა სულ უფრო სუსტდებოდა. ჟანას მშობლების დახმარებით, წყვილი მოდის სამკურნალოდ, ნიცაში გაემგზავრა. იქ მათ გოგონა შეეძინათ. ჟანამ და მოდიმ ვერ მოასწრეს კანონიერი ცოლ-ქმარი გამხდარიყვნენ, ამიტომ მათ გოგონას რეგისტრაციისას დედის სახელი, ჟანა ებიუტერნი ჩაუწერეს.

ამადეო ნიცაში უკეთ არ გამხდარა. პარიზში დაბრუნებულმა ისევ სმა დაიწყო. უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობდნენ და ამიტომ ბავშვი ჟანას მშობლებმა წაიყვანეს. იმ პერიოდში მოდილიანის პირველი და უკანასკნელი გამოფენა გაიმართა, სადაც, 12 ნახატი გამოიფინა. მათგან რამდენიმე გაიყიდა.

ერთხელ, მოდი მეგობრის დედასთან მივიდა, სასმელი სთხოვა და ებრაულად რაღაც უმღერა. ფიქრობენ, რომ ეს ებრაული რექვიემი იყო - ერთადერთი, რაც მოდილიანის ურწმუნო ოჯახში იცოდნენ.

ერთგულება სიკვდილშიც

1920 წელს მოდილიანის და ჟანას გაუჩინარება მეზობლებმა შენიშნეს. 24 იანვრის საღამოს, ერთ-ერთმა მათ კარზე დააკაკუნა. არავინ უპასუხა. შიგნით შესულმა, საწოლში მძიმედ დაავადებული მოდილიანი ნახა, რომელსაც სასოწარკვეთილი ჟანა მთელი სხეულით ეკვროდა.

მოდი ღატაკთა თავშესაფრის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ორ დღეში გარდაიცვალა. თავზარდაცემული ჟანა მასთან საავადმყოფოში მიიყვანეს. მან მოდის დიდხანს, თვალმოუცილებლად უყურა. შემდეგ მშობლების სახლში წავიდა. მეორე დილით 20 წლის ჟანა მეხუთე სართულიდან გადმოხტა... ამ დროს ის მეორე ბავშვზე, ცხრა თვის ორსული იყო.

ამადეო მოდილიანი პერ ლაშეზის სასაფლაოზე დაასაფლავეს. სიღარიბეში გარდაცვლილი მოდი, მხატვრებმა პომპეზურად დაკრძალეს. ჟანა მეორე დღეს პარიზის შემოგარენში დაასაფლავეს. ერთი წლის შემდეგ, მოდილიანის ოჯახის თხოვნით გადაასვენეს და მოდის გვერდით დაკრძალეს. მათი შვილი ჟანა, ამადეოს ნათესავებთან გაიზარდა.

Monday, January 3, 2011

Not Like The Other Girls


She's fading away
Away from this world
Drifting like a feather
She's not like the other girls
She lives in the clouds
She talks to the birds
Hopeless little one
She's not like the other girls

Dear Diary

თითების ჩახუტება, არეული სუნთქვა, ალეწილი სახე, ჰაერში ბუმერანგივით გატყორცნილი სიტყვები, ცამდე ასული წითელი ფერი, ჩაკეტილი სარქველები და ზედ შეყინული სისხლი. კიდევ რაღაც დიდი- სხვისთვის გაუგებარი, ჩემთვის - ყველაფერი..
ფიქრობს მხოლოდ გული (!)
რომ შემეძლოს.. დუელში გამოვიწვევდი და მოვკლავდი