BLOGGER TEMPLATES - TWITTER BACKGROUNDS »

Friday, February 24, 2012

სიყვარული მაწვიმს (Dear Diary)

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ მხოლოდ ერთ გვერზე გადაბრუნება შემეძლო, შემდეგ ბობღვა ვისწავლე, ბანცალი, ცოტა სიარული , გამართულად სიარული, შემდეგ დაცემა და ადგომა... დავეცი - ავდექი,  დავეცი - ავდექი ,დავეცი - ამაყენე... ახლა დავფრინავ.. ხო, ხო შენ გამომაბი ეს ფრთები, შენ მასწავლე ფრენა მაღლა ცაში , შენ გამაღებინე ფანჯარა და გამახსნევინე გული სიგიჟისთვის.....
მხოლოდ ორ სიტყვას გეტყვი : მე შენ მიყვარხარ!
ა, რატომ ორი?
მე=შენ

Saturday, February 18, 2012

მერე რა... (Dear Diary)

წელიწადის დროებს შორის ყველაზე მეტად შემოდგომა მიყვარს თავისი წითელყვითელხრაშუნა ფერებით. ვერ აგიღწერ რას ვგრძნობ როცა ფოთლებს ვეხები.. აი, წარმოიდგინე მოხუცის ხელები- უსუსური, სიკვდილს დანასუნთქი, დანაოჭებული და ბედს შეგუებული, მაგრამ საოცრად თბილი,- ისეთი სულს რომ ცრემლს დაადენს.. ახლა ჩემი ფეხსაცმელი ჩაიცვი,  ქურთუკი და გაიქეცი, ჭადრის ფოთლებში აფართხუნე ფეხები, იკეკლუცე პატარა ბავშვივით...ვეტრფი ამ ფოთლებს, მათ შრიალს, თითქოს რომ იბრძვიან უკანასკნელმა ამოსუნთქვამ რაც შეიძლება დიდხანს გასტანოს, თითქოს მზეც დარცხვენილია, რადგან არ ძალუძს მათი დახმარება.. ეს საოცარი ჰარმონია, ფერთა გალერეა, სევდა და სინაზე წარმოუდგენელ სითბოს ღვრის ჩემს სულში. მათბობს და მაფიქრებს, მიყვარს და თან მებრალება.. მზეც ივიწყებს, ხეც ჩამოყრის, მეც გავთელავ, შენც გათელავ, ცაც დასტირის და შემდეგ ქარი ჭირისუფალივით უკან მიერეკება..
შენც ამას გრძნობ ბუმბულ? მე ხომ ბავშვი ვარ და მეპატიება.. მე ხომ გიჟი ვარ, თუმცა მაინც ყოველთვის მზად ხარ ასეთი გიჟიც ჩამიკრა სულში♥ და გთხოვ ასე ხშირად თვალებს ნუ ახამხამებ...იმასაც კი განვიცდი რომ ჰაერი გეხება..