BLOGGER TEMPLATES - TWITTER BACKGROUNDS »

Saturday, October 20, 2012

არ განუფინო მარგალიტი წინაშე ღორთა

-მძულს ეს ცხოვრება!
-ცოტა უფრო პოზიტიურად....
-ვაშაა!! მძულს ეს ცხოვრება!....
დაახლოებით ამ სიტუაციაში ვართ მე და კეთილისმოსურნეები )) ასე მგონია ნაგავში ვიქექები და რაღაც საუნჯეს ვეძებ, სხვები კი ბედნიერი სახეებით იწონებენ განწირულის სულისკვეთებას. ამ უაზრო მდგომარეობას რა დავარქვა არ ვიცი, ან ჩემი თავი რომელი უარყოფითი ეპითეტით შევამკო, ან ამ გონებადაბინდულ ხალხს რა ვუთხრა. "ნდობა, იმედი, მიმტევებლობა, მოთმინება" ყელამდე ვარ ამ ნათრევ-ნაგვემი სიტყვებით!! არ არსებობს! არ არსებობენ! ადამიანები არ არსებობენ! მოკვდა ადამიანი!


Sunday, August 26, 2012

I want to live, not just SURVIVE!

წავალ-წამოვალ შენ მოგადგები ხოლმე, ალბათ შენზე ერთგული არც არავინ მყავს და იმიტომ, ან მყავს კიდევაც, მაგრამ ვერავინ შემომედავება რომ, შენნაირი მსმენელი არცერთია., თან არც უაზრო დარიგებით მაბრუებ, არც სულელური ქცევებით მტკენ გულს და ზუსტად მაშინ ხარ ჩემთან , როცა ყველაზე მეტად მტკივა და მჭირდება. ბევრს აღარ ვილაპარაკებ შენს არაამქვეყნიურ სიქველეზე, თორემ მგონი სხვანაირადაც შემოგხედავ უკვე. მოკლედ, ისღა დაგრჩენია ჩემი მოთქმა, გოდება და წუწუნი ისმინო მარადჟამ. როგორ მებრალები, მაგრამ , რას იზამ, ეს ყოფილა შენი ბედი.
დიდი ხანია არაფერი მომიყოლია შენთვის, მაგრამ, ალბათ, არც მქონდა რამე სათქმელი. უფრო სწორად "განვედ სიტყვანო არ ძალგიძთ". ასეთი საშინელი წელი დიდი ხანია არ მქონია. ისეთი გადაღლილი ვარ, ეს წელი თუ მშვიდობიანად ჩავამთავრე პრეტენზია მექნება ვარსკვლავი გამიხსნან ჩემი ოთახის წინ. ჩემი ყოველი მონდომება, ყოველი მცდელობა რაღაცის კარგისკენ შეცვლის, მარცხით და ცხოვრებისგან შემოლაწუნებით მთავრდება. ის დიდი ხანია გავაცნობიერე, რომ იღბალი, გამართლება და მსგავსი სიტყვები ჩემი ბედსვედაბერტყებული სიცოცხლისთვის უცხოა, მაგრამ მთლად ასე თუ იყო საქმე არ მეგონა. გულს სულ იმით ვიმაგრებდი - ცოტა წინ გაიხედე, მარტო დღევანდელი რეალობით რომ შეაფასოს ადამიანმა თავისი ცხოვრება გაგიჟდება-მეთქი, მაგრამ ვგრძნობ რომ ძალა გამომელია. მეგონა რაც გავიზრდებოდი და წლები მომემატებოდა სულის სიმხნევეს შევიძენდი, გულუბრყვილობას, გულჩვილობას, მიამიტობას უკან მოვიტოვებდი და თამამად გავუსწორებდი თვალს ყოველდღიურ სინამდვილეს, მაგრამ რაც ვიზრდები მეტად მტკივა გული, მეტად გულჩვილი, მიამიტი და გულუბრყვილო ვხდები, რაც შხამად მეღვრება სულში. თუ არ იცი რომელ ნავსადგურში გინდა შესვლა, ზურგის ქარიც არასდროს დაგიბერავს და ჩემნაირ დაკარგულ ადამიანს რა ქარმა უნდა დაუბეროს. ერთმა მითხრა, თუ გინდა გაგიმართლოს მდინარის დინებას უნდა მიყვეო, მე კი არ შემიძლია ყველანაირი სიყალბის, მლიქვნელობის ატანა, უღირსთათვის თავის მოდრეკა. და რა უნდა ქნას ასეთმა ადამიანმა? მდინარის საწინააღმდეგო მიმართულებით უნდა იცუროს, მე კი ცურვაც კი არ ვიცი... შეიძლება არასწორად ვაფასებ ჩემს შესაძლებლობებს, მაგრამ ფაქტი ერთია - დ ა ვ ი ღ ა ლ ე !
პ.ს. გაზრდაზე გამახსენდა, 8-ში კიდევ ერთი წელი მომემატება და უკვე იმდენად დარწმუნებული ვარ რა უაზრო უნდა იყოს ეგ დღე, ოთახში ჩაკეტვას და წიგნის წაკითხვას ვაპირებ.
ჩემო კეთილო, მადლობ, რომ სულ მისმენ, მიყვარხარ ♥ და არ შემიცოდო, ხომ არ დაგავიწყდა, რომ სიბრალული მომწამვლელი და შეურაცხმყოფელი მოწყალებაა..


Saturday, July 14, 2012

პ.ა.თ.ო.ლ.ო.გ.ი

არ ვიცი გადაღლილობის ბრალია, ერთგვაროვანი გარემოს თუ ჩემს ირგვლივ არსებულმა უსამრთლობამ შემაძრწუნა, მაგრამ სულის სიმარტოვე მეგანგაშება რაღაც... გულზე მემსხვრევა ჰაერი. . რამდენი ხანი უნდა ვიარო ასე მონისნულმა და რამდენი ხანი უნდა მიდარაჯოს მელანქოლიამ... ჰაერით ვაქანდაკებ სრულყოფილებას.. დ.ა.ვ.ი.ღ.ა.ლ.ე!

Friday, April 20, 2012

My ნაჯღაბნს




Thursday, April 19, 2012

არ არსეობოს საჩუქარი,ყველაფერი სესხადაა! (Dear Diary)

 თითქოს ფარისევლობას ვებრძვი საკუთარ თავში.საკამრისია ჩემს სულში მივაგნო სულ ერთი ციცქნა ნაკლს, რომ ის მაშინვე იწყებს ზრდას.ხან ვთვლი რომ ყველა ცოდვის სათავე ვარ, მერე ვფიქრობ - ისინი ხომ ჩემს გარეშეც ჩადიან ცოდვას თავიანთი სიხარბის, ჟინის, უნებისყოფობის, სიმდაბლისა თუ სისულელის გამო.  ხან Homo Sapiens ვარ, ხან ადამიანი. საკუთარ პიროვნებას თავშეკავებულობისკენ მოვუწოდებ და ყველაზე გაუწონასწორებელი კაცივით ვიქცევი. ვეხუტები და სიყვარულის ტვირთს ვაზიდინებ, გამუდმებით გულის ძაფის საქანელას ვეთამაშები, ვცდილობ ძეგლივით გარს შემოვუარო და საუკეთესო კუთხიდან დავინახო, მერე კი... მერე კი ფრესკასავით მივაჩერდები და უკან ვერაფერს ვხედავ. მგონია, რომ დუმილის დროს ამაზრზენი შესახედი ვარ, ლაპარაკისას- სასაცილო. მგონია, რომ ვერ ხედავენ აგიზგიზებულ ცეცხლს და არ თბებიან ჩემს სულთან, არადა მხოლოდ მე ვარ დამნაშავე იმაში რომ ეს ცეცხლი მბჟუტავ ნაკვერჩხალად მეჩვენება. ხან ცელის შრიალსაც კი ვგრძნობ ახლომახლო და მხოლოდ საკუთარ თავზე მზრუნველი ეგოისტივით თავს ვიიმედებ: მოვა და დავისვენებ.. მარა რისგან? ნუთუ მხოლოდ ეს ვარ, თუ ვცდილობ ეს ვიყო? ვცდილობ ვგლოვობდე, ვიტანჯებოდე, ვტანჯავდე, ცრემლად ვიღვრებოდე, სულს ვიკაწრავდე...
ხალხი ღლის ადამიანს-დიახ, დამღალეს. ერთდროულად ხალხიც ვარ და ადამიანიც საკუთარი თავისა.

Friday, February 24, 2012

სიყვარული მაწვიმს (Dear Diary)

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ მხოლოდ ერთ გვერზე გადაბრუნება შემეძლო, შემდეგ ბობღვა ვისწავლე, ბანცალი, ცოტა სიარული , გამართულად სიარული, შემდეგ დაცემა და ადგომა... დავეცი - ავდექი,  დავეცი - ავდექი ,დავეცი - ამაყენე... ახლა დავფრინავ.. ხო, ხო შენ გამომაბი ეს ფრთები, შენ მასწავლე ფრენა მაღლა ცაში , შენ გამაღებინე ფანჯარა და გამახსნევინე გული სიგიჟისთვის.....
მხოლოდ ორ სიტყვას გეტყვი : მე შენ მიყვარხარ!
ა, რატომ ორი?
მე=შენ

Saturday, February 18, 2012

მერე რა... (Dear Diary)

წელიწადის დროებს შორის ყველაზე მეტად შემოდგომა მიყვარს თავისი წითელყვითელხრაშუნა ფერებით. ვერ აგიღწერ რას ვგრძნობ როცა ფოთლებს ვეხები.. აი, წარმოიდგინე მოხუცის ხელები- უსუსური, სიკვდილს დანასუნთქი, დანაოჭებული და ბედს შეგუებული, მაგრამ საოცრად თბილი,- ისეთი სულს რომ ცრემლს დაადენს.. ახლა ჩემი ფეხსაცმელი ჩაიცვი,  ქურთუკი და გაიქეცი, ჭადრის ფოთლებში აფართხუნე ფეხები, იკეკლუცე პატარა ბავშვივით...ვეტრფი ამ ფოთლებს, მათ შრიალს, თითქოს რომ იბრძვიან უკანასკნელმა ამოსუნთქვამ რაც შეიძლება დიდხანს გასტანოს, თითქოს მზეც დარცხვენილია, რადგან არ ძალუძს მათი დახმარება.. ეს საოცარი ჰარმონია, ფერთა გალერეა, სევდა და სინაზე წარმოუდგენელ სითბოს ღვრის ჩემს სულში. მათბობს და მაფიქრებს, მიყვარს და თან მებრალება.. მზეც ივიწყებს, ხეც ჩამოყრის, მეც გავთელავ, შენც გათელავ, ცაც დასტირის და შემდეგ ქარი ჭირისუფალივით უკან მიერეკება..
შენც ამას გრძნობ ბუმბულ? მე ხომ ბავშვი ვარ და მეპატიება.. მე ხომ გიჟი ვარ, თუმცა მაინც ყოველთვის მზად ხარ ასეთი გიჟიც ჩამიკრა სულში♥ და გთხოვ ასე ხშირად თვალებს ნუ ახამხამებ...იმასაც კი განვიცდი რომ ჰაერი გეხება..

Thursday, January 26, 2012

I Was The Hell That You Needed...

Thursday, January 12, 2012

ვარ ხარ.. ხარ ვარ (Dear Diary)

აი, წარმოიდგინე...ქვეყნად ხომ უამრავი სიყვარულია, მაგრამ მგონია, რომ ასე სიყვარული არავის არ შეუძლია... ასე ძლიერად, სუფთად, ფაფუკად, ნაზად, ცის იქით, მზის იქით, სიცოცხლის იქით, ყველგან, ყველგან... დილით- მიყვარხარ, ვერ გხედავ- მიყვარხარ, გიყურებ-ო, რომ იცოდე როგორ მიყვარხარ.....თვალს, რომ გარიდებ ხოლმე..- მაშინ ყველაზე მეტად მიყვარხარ..სულ მენატრები... ვიღვიძებ- მენატრები, შენს გვერდით ვარ- მენატრები, ვერ გხედავ... ოხ, როგორ მენატრები!  იცი.. იცი, როგორ მინდა ხან გითხრა, თუ რა ძლიერად მიყვარხარ? მაგრამ ზოგჯერ ვიცი, რომ რაღაც სულელური ხმები უნდა გამოვცე სიტყვების ნაცვლად და ვჩუმდები...რომ იცოდე, როგორ მიყვარს, როცა სულ ჩემს გევრდით ხარ, როცა მეხუთები, როცა ხელს მკიდებ, როცა უაზროდ გებუსხები და შენ მაინც გიყვარვარ... როგორ მიყვარს შენი სითბო, შენი გული, სული, სულგული.... როგორ მიყვარს როცა საფეთქელთან მკოცნი, როცა ბავშვივით გიხარია...  ყველაფერში და ყველგან შენ გხედავ.. ცაში, ჰაერში, ღრუბლებში, სარკეში.. სულ შენ ხარ, სულ, სულ... იცი პატარებს რომ ვეფერები მათშიც შენ გხედავ, როგორც ყველაზე სუფთასა და გულწრფელს...  რომ იცოდე.. რამდენჯერ მიბოდიალია შენს ოთახში ფეხისწვერებზე, რამდენჯერ მივლია ქუჩაში შენთან ხელჩაკიდებული, როცა ჩემს გევრდით არ იყავი... რამდენჯერ მიხაროდა შენთან ერთდ, რამდენჯერ მიწვიმია, რამდენჯერ მითოვია, რამდენჯერ ავგაზაფხულებულვარ...
ყველაზე ლამაზი სიყვარულის ისტორია... არც რომეო და ჯულიეტა, არც ტრისტან და იზოლდა, არც დონ კიხოტი და დულსინეა... მხოლოდ მე და შენ, შენ და მე, ანუ მე და მე....
მიყვარხარ!