BLOGGER TEMPLATES - TWITTER BACKGROUNDS »

Wednesday, March 27, 2013

ვუძლებ ავდარს, ვუძლებ წარღვნას!

მე მის სხეულში ჩავდე ჩემი სული
და
ჩემს სხეულში ვატარებდი მის სულს
და
ჩვენ ვსუნთქავდით ზეცის სუნთქვით
სიყვარულს.
ის შევამკეთ ნაზი სიმორცხვით
და
მის ფონზე ყვავილებმა ფერი დაკარგეს.
უხმაურო აფეთქება- მისხალ-მისხალ ნაგემი
რომლის ჰარმონიამ
ყვავილების გვირგვინი დაწნა.
მე და შენ
ცეცხლი ხელმეორედ აღმოვაჩინეთ....
ერთს პლიუს ერთი უდრის ორს.
ორს მინუს ერთი უდრის ნულს.