BLOGGER TEMPLATES - TWITTER BACKGROUNDS »

Friday, February 24, 2012

სიყვარული მაწვიმს (Dear Diary)

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ მხოლოდ ერთ გვერზე გადაბრუნება შემეძლო, შემდეგ ბობღვა ვისწავლე, ბანცალი, ცოტა სიარული , გამართულად სიარული, შემდეგ დაცემა და ადგომა... დავეცი - ავდექი,  დავეცი - ავდექი ,დავეცი - ამაყენე... ახლა დავფრინავ.. ხო, ხო შენ გამომაბი ეს ფრთები, შენ მასწავლე ფრენა მაღლა ცაში , შენ გამაღებინე ფანჯარა და გამახსნევინე გული სიგიჟისთვის.....
მხოლოდ ორ სიტყვას გეტყვი : მე შენ მიყვარხარ!
ა, რატომ ორი?
მე=შენ

Saturday, February 18, 2012

მერე რა... (Dear Diary)

წელიწადის დროებს შორის ყველაზე მეტად შემოდგომა მიყვარს თავისი წითელყვითელხრაშუნა ფერებით. ვერ აგიღწერ რას ვგრძნობ როცა ფოთლებს ვეხები.. აი, წარმოიდგინე მოხუცის ხელები- უსუსური, სიკვდილს დანასუნთქი, დანაოჭებული და ბედს შეგუებული, მაგრამ საოცრად თბილი,- ისეთი სულს რომ ცრემლს დაადენს.. ახლა ჩემი ფეხსაცმელი ჩაიცვი,  ქურთუკი და გაიქეცი, ჭადრის ფოთლებში აფართხუნე ფეხები, იკეკლუცე პატარა ბავშვივით...ვეტრფი ამ ფოთლებს, მათ შრიალს, თითქოს რომ იბრძვიან უკანასკნელმა ამოსუნთქვამ რაც შეიძლება დიდხანს გასტანოს, თითქოს მზეც დარცხვენილია, რადგან არ ძალუძს მათი დახმარება.. ეს საოცარი ჰარმონია, ფერთა გალერეა, სევდა და სინაზე წარმოუდგენელ სითბოს ღვრის ჩემს სულში. მათბობს და მაფიქრებს, მიყვარს და თან მებრალება.. მზეც ივიწყებს, ხეც ჩამოყრის, მეც გავთელავ, შენც გათელავ, ცაც დასტირის და შემდეგ ქარი ჭირისუფალივით უკან მიერეკება..
შენც ამას გრძნობ ბუმბულ? მე ხომ ბავშვი ვარ და მეპატიება.. მე ხომ გიჟი ვარ, თუმცა მაინც ყოველთვის მზად ხარ ასეთი გიჟიც ჩამიკრა სულში♥ და გთხოვ ასე ხშირად თვალებს ნუ ახამხამებ...იმასაც კი განვიცდი რომ ჰაერი გეხება..

Thursday, January 26, 2012

I Was The Hell That You Needed...

Thursday, January 12, 2012

ვარ ხარ.. ხარ ვარ (Dear Diary)

აი, წარმოიდგინე...ქვეყნად ხომ უამრავი სიყვარულია, მაგრამ მგონია, რომ ასე სიყვარული არავის არ შეუძლია... ასე ძლიერად, სუფთად, ფაფუკად, ნაზად, ცის იქით, მზის იქით, სიცოცხლის იქით, ყველგან, ყველგან... დილით- მიყვარხარ, ვერ გხედავ- მიყვარხარ, გიყურებ-ო, რომ იცოდე როგორ მიყვარხარ.....თვალს, რომ გარიდებ ხოლმე..- მაშინ ყველაზე მეტად მიყვარხარ..სულ მენატრები... ვიღვიძებ- მენატრები, შენს გვერდით ვარ- მენატრები, ვერ გხედავ... ოხ, როგორ მენატრები!  იცი.. იცი, როგორ მინდა ხან გითხრა, თუ რა ძლიერად მიყვარხარ? მაგრამ ზოგჯერ ვიცი, რომ რაღაც სულელური ხმები უნდა გამოვცე სიტყვების ნაცვლად და ვჩუმდები...რომ იცოდე, როგორ მიყვარს, როცა სულ ჩემს გევრდით ხარ, როცა მეხუთები, როცა ხელს მკიდებ, როცა უაზროდ გებუსხები და შენ მაინც გიყვარვარ... როგორ მიყვარს შენი სითბო, შენი გული, სული, სულგული.... როგორ მიყვარს როცა საფეთქელთან მკოცნი, როცა ბავშვივით გიხარია...  ყველაფერში და ყველგან შენ გხედავ.. ცაში, ჰაერში, ღრუბლებში, სარკეში.. სულ შენ ხარ, სულ, სულ... იცი პატარებს რომ ვეფერები მათშიც შენ გხედავ, როგორც ყველაზე სუფთასა და გულწრფელს...  რომ იცოდე.. რამდენჯერ მიბოდიალია შენს ოთახში ფეხისწვერებზე, რამდენჯერ მივლია ქუჩაში შენთან ხელჩაკიდებული, როცა ჩემს გევრდით არ იყავი... რამდენჯერ მიხაროდა შენთან ერთდ, რამდენჯერ მიწვიმია, რამდენჯერ მითოვია, რამდენჯერ ავგაზაფხულებულვარ...
ყველაზე ლამაზი სიყვარულის ისტორია... არც რომეო და ჯულიეტა, არც ტრისტან და იზოლდა, არც დონ კიხოტი და დულსინეა... მხოლოდ მე და შენ, შენ და მე, ანუ მე და მე....
მიყვარხარ!

Tuesday, December 27, 2011

ოდესმე... (Dear Diary)

ოდესმე ყოფილხარ პეპელა და გიცეკვია გვირილებზე? ოდესმე დაჰკვირვებიხარ რომ ჰაერს სუნი აქვს? ოდესმე შეგინიშნავს რომ ფიფქები ფერადია? ოდესმე დაგიხატავს ცისარტყელა მხოლოდ ერთ ფერში? ოდესმე გდომებია ბუმბულად ყოფნა?  ოდესმე სუნთქვაშეკრულს ღრუბლებზე გირბენია? ოდესმე ბედნიერებისგან გიტირია? ოდესმე გიფიქრია რა ფორმა აქვს სიყვარულს? ოდესმე ბავშვივით გულწრფელად გყვარებია სულის კივილამდე?
..............
მე, კი...................................................................................♥



Monday, December 12, 2011

ცხელი მარწყვის კისელი (Dear Diary)

რაღაც ფრიად უცნაურ ხასიათზე ვარ.. არა, კი არ მიკვირს უბრალოდ.. რაღაც ისეთია.. ასე მგონია სულით ხორცს მივათრევ და მემძიმება.. ყოველი სახსარი მტკივა.. თან ჩემს იდეალურ სამყაროში ვარ. სახლი მთის წვერზე და ბევრი თოვლი..(♥) მარწყვის ცხელი კისელი მინდა დიიიდი ჭიქით და ფუმფულა ნაქსოვი წინდები.. და ბუხარი მინდა, მარტო ბუხრის შუქი სახეზე რომ მანათებს და ისე ახლოდან მელამუნება ლოყებს მიწითლებს.. მინდა ფანჯრიდან ვხედავდე ფიფქების ბარდნას და ბუხარში შეგდებული ხის კუნძების სიცილის ხმა მესმოდეს. აი ასე: "ტკაც, ტკუც, ტკაც, ტკუც".. მინდა ბუხართან დამეძინოს.. მინდა შენც დაგეძინოს.. და ბარდნიდეს.. ბარდნიდეს.. მსუქანი ფიფქებით ბარდნიდეს... გადაუღებლად... და მეორე დილითაც ღამე იყოს.. ტკაც- ტკუც, ტკაც- ტკუც.....................

Friday, November 4, 2011

ოლალა ♥ (Dear Diary)

"ღრუბლებს მოვწყდები ცაზე, ნიავის დახამრებით შენი ოთახის ღია ფანჯრიდან შემოვიპარები, მოვალ შენს საწოლთან, მთვარის შუქით განათებულმხოლოდ ჩემთვის ნაცნობ ნაკვთებს დავუწყებ მზერას. მოგიახლოვდები, შენი სუნთქვის სითბოს და სიმსუბუქეს შევიგრძნობ ტუჩებზე რომ დამეფინება, თითქოს საკოცნელად მიწვევს ისე.. და მეც გაკოცებ, გაკოცებ რაღაც არაამქვეყნიურად ნაზად და მსუბუქად,ბუმბულისებრს რომ ეძახი ხოლმე აი ისე. ამ სიტკბოებისგან იმქვეყნად გასულს შენი სხეულის სურნელი დამეწევა და ისე სასიამოვნოდ გამოაშტერებს ტვინის უჯრედებს, გულის სისხლძარღვებს და სულის მარადიულობას რომ სხვებისთვის უხილავ ფრთებს გამომაბამს და შენი ფერებით დახატულ ჩვენს სამყაროში დამაწყებინებს ფრენას.მიყვარხარ ცრემლებამდე ამ მონოლოგის დროს რომ მისველებს თვალებს"
ეს ჩემმა კუნკულამ მითხრა.. და კიდევ ბევრი ბევრი რამ... მაგრამ ის მხოლოდ ჩემთვის..
მიყვარხარ ზეაღმატებით ხარისხში.
სულში, გულში, ცისხელაზე ♥