ცოტაც და წავალ...წავალ იქ, სადაც ყველაფერი ზღაპრულია, სადაც კეთილსა და ბოროტს გვერდი-გვერდ მივყვები, სადაც ყველას სახლის ფანჯარაში შევიხედავ და მათთან ერთად ვიცინებ, ვიტირებ, ან სულაც ვიგრძნობ არაფერს.. წავალ იქ, სადაც შესაძლოა, რომ ფაფუკი ფიფქებით დაფარულ მდელოზე ცისარტყელა აბრჭყვიალდეს, ან გვირილების წვიმა მოვიდეს.. წავალ იქ, სადაც კაციც ვიქნები და ქალიც, ბავშვიც და მოხუციც, მდიდარიც და მათხოვარიც, ძლიერიც და უსუსურიც.. ვიქნები გმირი, ვიქნები ლაჩარი, ვიქნები მხსნელი, ვიქნები მკვლელი. მადიდებენ, უარმყოფენ, გამთელავენ, მაფურთხებენ , მომბაძავენ, გულს მატკენენ. ვიქნები ყველგან და ყველაფერში, ვიქნები მათი მდევარი, მათი აჩრდილი, მეცოდინება მათი ყველა საიდუმლო...
ვითოვებ..
ვიწვიმებ..
ვიქროლებ..
წავალ და ვიქნები სიყვარული, წავალ და ვიქნები იმედი, წავალ და ვიქნები ყველა(არა)ფერი..
მე წავალ წიგნში..
Friday, September 23, 2011
Trip with myself (Dear Diary)
Posted by ნაპტკვენი ბუმბული at 11:42 AM
Subscribe to:
Post Comments (Atom)
0 comments:
Post a Comment