BLOGGER TEMPLATES - TWITTER BACKGROUNDS »

Thursday, April 19, 2012

არ არსეობოს საჩუქარი,ყველაფერი სესხადაა! (Dear Diary)

 თითქოს ფარისევლობას ვებრძვი საკუთარ თავში.საკამრისია ჩემს სულში მივაგნო სულ ერთი ციცქნა ნაკლს, რომ ის მაშინვე იწყებს ზრდას.ხან ვთვლი რომ ყველა ცოდვის სათავე ვარ, მერე ვფიქრობ - ისინი ხომ ჩემს გარეშეც ჩადიან ცოდვას თავიანთი სიხარბის, ჟინის, უნებისყოფობის, სიმდაბლისა თუ სისულელის გამო.  ხან Homo Sapiens ვარ, ხან ადამიანი. საკუთარ პიროვნებას თავშეკავებულობისკენ მოვუწოდებ და ყველაზე გაუწონასწორებელი კაცივით ვიქცევი. ვეხუტები და სიყვარულის ტვირთს ვაზიდინებ, გამუდმებით გულის ძაფის საქანელას ვეთამაშები, ვცდილობ ძეგლივით გარს შემოვუარო და საუკეთესო კუთხიდან დავინახო, მერე კი... მერე კი ფრესკასავით მივაჩერდები და უკან ვერაფერს ვხედავ. მგონია, რომ დუმილის დროს ამაზრზენი შესახედი ვარ, ლაპარაკისას- სასაცილო. მგონია, რომ ვერ ხედავენ აგიზგიზებულ ცეცხლს და არ თბებიან ჩემს სულთან, არადა მხოლოდ მე ვარ დამნაშავე იმაში რომ ეს ცეცხლი მბჟუტავ ნაკვერჩხალად მეჩვენება. ხან ცელის შრიალსაც კი ვგრძნობ ახლომახლო და მხოლოდ საკუთარ თავზე მზრუნველი ეგოისტივით თავს ვიიმედებ: მოვა და დავისვენებ.. მარა რისგან? ნუთუ მხოლოდ ეს ვარ, თუ ვცდილობ ეს ვიყო? ვცდილობ ვგლოვობდე, ვიტანჯებოდე, ვტანჯავდე, ცრემლად ვიღვრებოდე, სულს ვიკაწრავდე...
ხალხი ღლის ადამიანს-დიახ, დამღალეს. ერთდროულად ხალხიც ვარ და ადამიანიც საკუთარი თავისა.

0 comments: