BLOGGER TEMPLATES - TWITTER BACKGROUNDS »

Showing posts with label ვალერიან გაფრინდაშვილი. Show all posts
Showing posts with label ვალერიან გაფრინდაშვილი. Show all posts

Saturday, October 30, 2010

სენტიმენტალური ტრიოლეტი


ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი,
შენ სილამაზეს ჩემი ტრფობა ესაფეხურა.
ვარ მოწყენილი ვით ზამთარში ნაზი ბეღურა.

მე განშორების ცივი თოვლი დიდხანს მეხურა.
ვტიროდი ხარბათ _ მარტოობით ნაალერსალი.
ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
ვით შემოდგომს ღამეებში თეთრი ვერსალი.