Thursday, January 26, 2012
Thursday, January 12, 2012
ვარ ხარ.. ხარ ვარ (Dear Diary)
აი, წარმოიდგინე...ქვეყნად ხომ უამრავი სიყვარულია, მაგრამ მგონია, რომ ასე სიყვარული არავის არ შეუძლია... ასე ძლიერად, სუფთად, ფაფუკად, ნაზად, ცის იქით, მზის იქით, სიცოცხლის იქით, ყველგან, ყველგან... დილით- მიყვარხარ, ვერ გხედავ- მიყვარხარ, გიყურებ-ო, რომ იცოდე როგორ მიყვარხარ.....თვალს, რომ გარიდებ ხოლმე..- მაშინ ყველაზე მეტად მიყვარხარ..სულ მენატრები... ვიღვიძებ- მენატრები, შენს გვერდით ვარ- მენატრები, ვერ გხედავ... ოხ, როგორ მენატრები! იცი.. იცი, როგორ მინდა ხან გითხრა, თუ რა ძლიერად მიყვარხარ? მაგრამ ზოგჯერ ვიცი, რომ რაღაც სულელური ხმები უნდა გამოვცე სიტყვების ნაცვლად და ვჩუმდები...რომ იცოდე, როგორ მიყვარს, როცა სულ ჩემს გევრდით ხარ, როცა მეხუთები, როცა ხელს მკიდებ, როცა უაზროდ გებუსხები და შენ მაინც გიყვარვარ... როგორ მიყვარს შენი სითბო, შენი გული, სული, სულგული.... როგორ მიყვარს როცა საფეთქელთან მკოცნი, როცა ბავშვივით გიხარია... ყველაფერში და ყველგან შენ გხედავ.. ცაში, ჰაერში, ღრუბლებში, სარკეში.. სულ შენ ხარ, სულ, სულ... იცი პატარებს რომ ვეფერები მათშიც შენ გხედავ, როგორც ყველაზე სუფთასა და გულწრფელს... რომ იცოდე.. რამდენჯერ მიბოდიალია შენს ოთახში ფეხისწვერებზე, რამდენჯერ მივლია ქუჩაში შენთან ხელჩაკიდებული, როცა ჩემს გევრდით არ იყავი... რამდენჯერ მიხაროდა შენთან ერთდ, რამდენჯერ მიწვიმია, რამდენჯერ მითოვია, რამდენჯერ ავგაზაფხულებულვარ...
ყველაზე ლამაზი სიყვარულის ისტორია... არც რომეო და ჯულიეტა, არც ტრისტან და იზოლდა, არც დონ კიხოტი და დულსინეა... მხოლოდ მე და შენ, შენ და მე, ანუ მე და მე....
მიყვარხარ!
Posted by ნაპტკვენი ბუმბული at 11:39 AM 0 comments
Tuesday, December 27, 2011
ოდესმე... (Dear Diary)
ოდესმე ყოფილხარ პეპელა და გიცეკვია გვირილებზე? ოდესმე დაჰკვირვებიხარ რომ ჰაერს სუნი აქვს? ოდესმე შეგინიშნავს რომ ფიფქები ფერადია? ოდესმე დაგიხატავს ცისარტყელა მხოლოდ ერთ ფერში? ოდესმე გდომებია ბუმბულად ყოფნა? ოდესმე სუნთქვაშეკრულს ღრუბლებზე გირბენია? ოდესმე ბედნიერებისგან გიტირია? ოდესმე გიფიქრია რა ფორმა აქვს სიყვარულს? ოდესმე ბავშვივით გულწრფელად გყვარებია სულის კივილამდე?
..............
მე, კი...................................................................................♥
Posted by ნაპტკვენი ბუმბული at 6:43 AM 0 comments
Monday, December 12, 2011
ცხელი მარწყვის კისელი (Dear Diary)
Posted by ნაპტკვენი ბუმბული at 12:09 PM 0 comments
Labels: Dear Diary
Friday, November 4, 2011
ოლალა ♥ (Dear Diary)
ეს ჩემმა კუნკულამ მითხრა.. და კიდევ ბევრი ბევრი რამ... მაგრამ ის მხოლოდ ჩემთვის..
მიყვარხარ ზეაღმატებით ხარისხში.
სულში, გულში, ცისხელაზე ♥
Posted by ნაპტკვენი ბუმბული at 12:42 PM 0 comments
Friday, September 23, 2011
Trip with myself (Dear Diary)
ცოტაც და წავალ...წავალ იქ, სადაც ყველაფერი ზღაპრულია, სადაც კეთილსა და ბოროტს გვერდი-გვერდ მივყვები, სადაც ყველას სახლის ფანჯარაში შევიხედავ და მათთან ერთად ვიცინებ, ვიტირებ, ან სულაც ვიგრძნობ არაფერს.. წავალ იქ, სადაც შესაძლოა, რომ ფაფუკი ფიფქებით დაფარულ მდელოზე ცისარტყელა აბრჭყვიალდეს, ან გვირილების წვიმა მოვიდეს.. წავალ იქ, სადაც კაციც ვიქნები და ქალიც, ბავშვიც და მოხუციც, მდიდარიც და მათხოვარიც, ძლიერიც და უსუსურიც.. ვიქნები გმირი, ვიქნები ლაჩარი, ვიქნები მხსნელი, ვიქნები მკვლელი. მადიდებენ, უარმყოფენ, გამთელავენ, მაფურთხებენ , მომბაძავენ, გულს მატკენენ. ვიქნები ყველგან და ყველაფერში, ვიქნები მათი მდევარი, მათი აჩრდილი, მეცოდინება მათი ყველა საიდუმლო...
ვითოვებ..
ვიწვიმებ..
ვიქროლებ..
წავალ და ვიქნები სიყვარული, წავალ და ვიქნები იმედი, წავალ და ვიქნები ყველა(არა)ფერი..
მე წავალ წიგნში..
Posted by ნაპტკვენი ბუმბული at 11:42 AM 0 comments








