BLOGGER TEMPLATES - TWITTER BACKGROUNDS »

Thursday, June 30, 2011

მარტოკინა ხარ ჩემთვის…

ჩუმი მოლოდინით გაიყინა ღამე, სადღაც ორღობეში შეიყუჟა მთვარე, მიწამ შავად ჩამოთოვა ცაზე, გაიცრიცა ირგვლივ არე-მარე და ჩემ თვალწინ მდუმარებით დაიბადა კიდევ ერთი ღამე. შენზე ფიქრებს გამოვატან ქარებს, გიამბობენ ათასნაირ ამბებს, მე კი ისევ შენი სუნთავა გამიგრილებს სახეს.

ისევ დამიმარტოხელა ბინდმა, მიმკარგა, სადღაც ბნელ სიშვეთში - გამაშავთეთრეს ? ! ამომგლიჯა თვალებიდან ფერი - სერი ანდაც ცისფერი, შავი სუდარა დამაქსოვა თავზე. ვიღაც მიყურებს, თითქოს მხატავენ… შევ-თეთრ ფერებით. მომწყურდა ახლა პალიტრა ფერთა, სიმწვანე - თვალთა, ბაგეთ - სინათლე, სითეთრე კანის… საოცარი გრძნობით დამატყდა თავს შენი მონატრება. მომარგე შენზე ფიქრების მანტია და გადამკარგე იმ უკიდეგანო უსასრულეთსი ვერასდროს, რომ ვერ ვუძებნი ბოლოს, როცა გიყურებ.

ასოებიც განგებ გამომყავს გრძლად. საკვირველია, იცი ?... ახლა დაუკვირდი, თითქოს ყოველ მათგანს ვუყვებოდი შენზე საოცარ ამბებს და თითოეულში, რომ ჩავატიო გრძნობის ალი, მწვავს… როგორც შემიძლია განსაკუთრებულად გრძლად გამოვსახავ მათ.

საწერ მაგიდას მივადე ყური, მსურს, რომ გავიგო ხმა შენი სულის. შენზე ფიქრების ფურცლებზე გაცოცხლებულ გულისცემას ვუსმენ - გესმის?

მართლა ვგრძნობ ტალღებს, მუსიკის ჰანგებს, რბილად, რომ მარწევს და მსუბუქად, რომ მეფერებიან კანზე. ჩუუუ… ეს შენი სუნთქვაა, ახლაც ისეთივე სიცხადით მესმის, როგორც პირველად, რომ შევიგრძენი, არა გავიგონე და შევიგრძენი…

0 comments: