BLOGGER TEMPLATES - TWITTER BACKGROUNDS »

Thursday, December 30, 2010

Brain vs Heart (Dear Diary)

Brain : -გაჩუმდი! დამღალე..
Heart : -არ შემიძლია..
Brain : -შეგიძლია!
Heart : -არა..
Brain : -უბრალოდ არ გინდა
Heart: -მინდა..
Brain: -ტყუი! მე როგორ შევძელი?
Heart : -შენ.. შენ, შენ ხარ..
Brain: -მიუხედავად იმისა რომ..
Heart: -გაჩუმდი! არ გინდა, ვიცი..
Brain: -დაფიქრდი..
Heart: -ეგ შენი მოვალეობაა
Brain: -და რატო არ მისმენ?
Heart: -შენ ვერ გაიგებ..
Brain: -რატომ?
Heart: -იმიტომ, რომ.. შენ.. შენ შენ ხარ..

Sunday, December 26, 2010

LY sist♥

Wednesday, December 22, 2010

მეღორე ცრემლების ყლაპია (Dear Diary)

ნიჰილისტად მომნათლეს, ყველაფერს ხელაღებით უარყოფო. ბევრ რამეს ვუარყოფ, მაგრამ იმას რასაც ვთვლი რომ ამაზრზენია, საძულველი, წარმწყმედი. ვუარყოფ ბოროტებას, სიძულვილს, თვალთმაქცობას,  უსამართლობას, ცინიზმს, ამპარტავნებას, თვითკმაყოფილებას, დაუნდობლობას,  ეგოიზმს, სიმხდალეს, არაჰუმანურობას. ვუარყოფ ერთი იდეით შეპყრობილ ორფეხა  ცხოველთა ბრბოს, დახავსებულ აზროვნებას, დაკონსერვებულ მსოფლმხედველობას, რაღაცისტებს და ვიღაცისტებს, მაქსიმალიზმს, მხოლოდ სიცოცხლის მოტრფიალეებს, საკუთარი ცნობიერების მონებს და ყველაფერ იმას, რაც ადამიანის პიროვნებას ჩრდილავს, უბიძგებს არაფრობისაკენ და შავი, უკიდეგანო ქვესკნელისკენ.
"უფალო, უსმინე შავარდენს
მის ხელით გიგზავნი ბარათს
მიშველე ღორებში ჩავარდნილს
ღორებში დარჩენილს მარად."

something


არ მინდა ვიყო რაღაც. არც ვიღაც, მე მინდა ვიყო მე.. გავურბივარ ჩემს თავს, რათა ვიპივო ჩემი თავი.

Tuesday, December 21, 2010

BFF

Ninu & Me
Love her
My bestie! ♥

Sunday, December 19, 2010

Run For Your Life! (Dear Diary)

მე არ ვიცი რა არის რეალობა, რა ილუზია. რა არის მყარი, რა მეჩვენება. ვერ ვხვდები ბრმა ვარ თუ დანახვის უნარი მაქ. ვერ ვხვდები ყრუ ვარ თუ თავს ვიყრუებ. ვერ ვხვდები ვერაფერს. რატომ ვხედავ შავად, როცა შავი სულაც არ არის და მაშინ როცა შავი უნდა იყოს, რატომ ვერ ვხედავ. არ მინდა ფიქრი, არა.. დამღალა. მეძინება! ვერაფერს ვეყრდნობი და ღრუბლებში დავდივარ. რამდენჯერაც დავეყრდნე კისერი წავიტეხე. ისევ ღრუბლებს ვეკიდები. მაგრამ როდემდე ვიქნები მსუბუქი.. ჩავიტან ალბათ ყველაფერს ისევ მიწაში. ხო, ჩავიტან..
ვგრძნობ ვმძიმდები

Saturday, December 11, 2010

ქალის სიყვარული

უმწეოა ქალის სიყვარული,
ჩრდილში ამოსული იასავითაა,
თვალი რომ სულ მზისაკენ უჭირავს...
უმწეოა ქალის სიყვარული,
როგორც უმწეოა იის სურნელება,
ყველა რომ მოსაწყვეტად ეტანება...
ჭკნებიან მოწყვეტილი იები
და ლარნაკებში ჩაწყობილნი
ქრებიან და უჩინარდებიან.
უცნაურია მათი მიამიტური
ლტოლვა და ერთგულება,
უცნაურია მათი გულმავიწყობა...
ანდა იქნებ თავიანთი დიდსულოვნებით
ჩვენი გულგრილობის ყინულის გალხობა უნდათ.
უცნაურია მათი მიმტევებლობა,
უცნაური და უმწეო...
სუროსავითაა,
თუ არაფერს შემოეხვია,
წელში ვერ აიმართება,
თავს მაღლა ვერ აიღებს,
ვერ გაიშლება და ვერ გაიფურჩქნება,
მზეს ვერ დაენახვება...
უმწეოა ქალი სიყვარული,
როგორს სიცოცხლე...

Tuesday, December 7, 2010

The Drugs Don't Work


Now the drugs don't work
They just make you worse
But I know I'll see your face again

Monday, December 6, 2010

Before I Die

 remeber what u told me. just remeber.. like i do..

Sunday, December 5, 2010

Dear Diary

სამაგიეროდ ისინი ვერასდროს გაიგებენ ამას...ვერც იმას რატო კანკალებ და ეს სიცივის ან ნერვოზის ბრალი გონიათ. ვერც იმას რატო წითლდები როცა.. (აღარ ვიტყვი) ვერც იმას ფანჯარასთან როგორ შეგიძლია საათობით რაღაცას უყურო. ვერც იმას რატო არასდროს იღიმი, არ დადიხარ მათთან, რატო საუბრობ ქარაგმებით, რატო არიდებ თავს ყველას, რატო გიცრემლიანდება თვალები, რატო გეშინია.. და საერთოდ, ისინი ვერასდროს გაიგებენ ვერაფერს, რადგან არსდროს, არასდროს განუცდიათ ეს!

Saturday, December 4, 2010

Love Will Come Through


So take me don't leave me
Take me don't leave me
Baby, love will come through it's just waiting for you

Thursday, December 2, 2010

Dear diary ♥

ჩვენ ვხატავდით ნახატს.. მე იისფერი ფანქარი მოვიმარჯვე ხელში, შენ ლურჯი. თავიდან შენ დაიწყე...თეთრი ფურცლის შუაგულში ხელის ერთი მოსმითსახლი დახატე. მე იისფრად გავაფერადე. შენ ყვითელი ფანქრით დიდი მზე დახატე, მე სახლის გვერდით იასამანი. შენ მწვანე მინდორი დახატე, მე- ცისფერი ცა. შენ სახლის ფანჯრები დახატე, მე- ფერადი პეპლები. შენ ბიჭი დახატე, მე- გოგო...
ლამაზი იყო. ცოტა ბავშვური, ცოტა მხიარული, მაგრამ გრძნობით, ოცნებით აღსავსე.
შევინახეთ...
სიბნელეში ვიღაცამ მოიპარა. სახლს ცეცხლი წაუკიდა, დიდი, გაბერილი ღრუბლებით ჩაანაცვლა მზე, გოგო ბოროტად გადაჩხაპნა, ბიჭს რქები მიახატა და მისი სულიპეპლებთან ერთად გამოამწყვდია...
გავიღვიძეთ და ვნახეთ..
შენ გაბრაზდი და დახიე ( არ ვიცი რატომ) ნახატის ნახევარი დაკუჭე და ჯიბეში ჩაიდე გადასაგდებად. მე მეტკინა.. შენ ხომ მეც დამხიე... ვცდილობდი საშლელით ნახატის შებღალული ნაწილი წამეშალა, თან ცრემლებით ვასველებდი და საქმეს ვიძნელებდი. მინდოდა ის ნაწილი წამეშალა, სადაც შენი სული პეპლებთან ერთად იყო გამომწყვდეული. მე ნაზად, სათუთად ავიღე, რადგან ჩვენ გვეკუთვნოდა. მხოლოდ მე და შენ..
ავიღე და ჩარჩოში ჩავსვი. ვუყურებ , თან რუმბის ხელა ცრემლი მეჩხირება ყელში. შენ კი კვლავ ჯიბეში გიდევს სურათის მეორე ნაწილი, რომელზეც ჯერ არაფერი არ წაგიშლია.
ვუყურებ ჩარჩოს ცარიელ ნაწილს, ცაში დახატულ პეპლებს და მიწაზე დახატულ სახლს...