ჩვენ ვხატავდით ნახატს.. მე იისფერი ფანქარი მოვიმარჯვე ხელში, შენ ლურჯი. თავიდან შენ დაიწყე...თეთრი ფურცლის შუაგულში ხელის ერთი მოსმითსახლი დახატე. მე იისფრად გავაფერადე. შენ ყვითელი ფანქრით დიდი მზე დახატე, მე სახლის გვერდით იასამანი. შენ მწვანე მინდორი დახატე, მე- ცისფერი ცა. შენ სახლის ფანჯრები დახატე, მე- ფერადი პეპლები. შენ ბიჭი დახატე, მე- გოგო...
ლამაზი იყო. ცოტა ბავშვური, ცოტა მხიარული, მაგრამ გრძნობით, ოცნებით აღსავსე.
შევინახეთ...
სიბნელეში ვიღაცამ მოიპარა. სახლს ცეცხლი წაუკიდა, დიდი, გაბერილი ღრუბლებით ჩაანაცვლა მზე, გოგო ბოროტად გადაჩხაპნა, ბიჭს რქები მიახატა და მისი სულიპეპლებთან ერთად გამოამწყვდია...
გავიღვიძეთ და ვნახეთ..
შენ გაბრაზდი და დახიე ( არ ვიცი რატომ) ნახატის ნახევარი დაკუჭე და ჯიბეში ჩაიდე გადასაგდებად. მე მეტკინა.. შენ ხომ მეც დამხიე... ვცდილობდი საშლელით ნახატის შებღალული ნაწილი წამეშალა, თან ცრემლებით ვასველებდი და საქმეს ვიძნელებდი. მინდოდა ის ნაწილი წამეშალა, სადაც შენი სული პეპლებთან ერთად იყო გამომწყვდეული. მე ნაზად, სათუთად ავიღე, რადგან ჩვენ გვეკუთვნოდა. მხოლოდ მე და შენ..
ავიღე და ჩარჩოში ჩავსვი. ვუყურებ , თან რუმბის ხელა ცრემლი მეჩხირება ყელში. შენ კი კვლავ ჯიბეში გიდევს სურათის მეორე ნაწილი, რომელზეც ჯერ არაფერი არ წაგიშლია.
ვუყურებ ჩარჩოს ცარიელ ნაწილს, ცაში დახატულ პეპლებს და მიწაზე დახატულ სახლს...
Thursday, December 2, 2010
Dear diary ♥
Posted by ნაპტკვენი ბუმბული at 9:13 AM
Subscribe to:
Post Comments (Atom)
0 comments:
Post a Comment