უმწეოა ქალის სიყვარული,
ჩრდილში ამოსული იასავითაა,
თვალი რომ სულ მზისაკენ უჭირავს...
უმწეოა ქალის სიყვარული,
როგორც უმწეოა იის სურნელება,
ყველა რომ მოსაწყვეტად ეტანება...
ჭკნებიან მოწყვეტილი იები
და ლარნაკებში ჩაწყობილნი
ქრებიან და უჩინარდებიან.
უცნაურია მათი მიამიტური
ლტოლვა და ერთგულება,
უცნაურია მათი გულმავიწყობა...
ანდა იქნებ თავიანთი დიდსულოვნებით
ჩვენი გულგრილობის ყინულის გალხობა უნდათ.
უცნაურია მათი მიმტევებლობა,
უცნაური და უმწეო...
სუროსავითაა,
თუ არაფერს შემოეხვია,
წელში ვერ აიმართება,
თავს მაღლა ვერ აიღებს,
ვერ გაიშლება და ვერ გაიფურჩქნება,
მზეს ვერ დაენახვება...
უმწეოა ქალი სიყვარული,
როგორს სიცოცხლე...
Saturday, December 11, 2010
ქალის სიყვარული
Posted by ნაპტკვენი ბუმბული at 11:23 AM
Subscribe to:
Post Comments (Atom)
0 comments:
Post a Comment