BLOGGER TEMPLATES - TWITTER BACKGROUNDS »

Tuesday, November 30, 2010

Dear Diary..

ღმერთმანი რა ამოუვსები სივრცეა. ან ამოვსებული რაღაცით.. ვერ ვხვდები. უფრო სწორად ვხვდები მაგრამ თავი არ მინდა დავიმცირო (?) რაღაც იწვის, ისერება, იფლითება.. მერე მზე წამით შემომხედავს და ისევ გაიხედება ამრეზილი სახით, თითქოს რაღაცას მამადლის და მე სულელივით ველოდები როდის მოიღებს ისევ  მოწყალებას.. წამიერად გააცოცხლებს და ცოტახანში კვლავ მამადლის და ბინძურად მომაფურთხებს.. დაბნელდება და სინათლესთან ერთად ჩემი დაფლეთილი, ორი წინაგულისა და ორი პარკუჭისაგან შემდგარი რაღაცაც მიაქვს.
და ამ დრო თქვენ? ბედნიერნი... ამაზრზენია!
სინდისი და ნამუსი ხელჩაკიდულნი სადღაც დაბანცალებენ...
და მე? უბედური... საცოდაობაა!
ტვინმა გული დუელში გამოიწვია
და
ის
უბედური
კიდევ
უფრო
დაფლითა!

სიყვარულით, შენი ნაპტკვენი ბუმბული

Friday, November 26, 2010

Are you there, over the oceans?

Where, Oh where have you been my love?
Where, Oh where can you be?
It's been so long, since the moon has gone
And oh what a wreck you've made me

Are you there, over the oceans?
Are you there, up in the sky?
Until the return of my love
This lullaby

My hope is on the horizon
Every face, your eyes I can see
I plead and pray though each night and day
Our embrace is only a dream

And as sure as days come from moments
Each hour becomes a life's time

Tuesday, November 23, 2010

...............

სენტიმენტალური საყვარელი ჩურჩულებს(კიდევ უფრო მიბნედილი ხმით, ვიდრე მთვარეა) :
-ძვირფასო, შეხედეთ, აი, ჩვენი სკამი, ჩვენი ძვირფასი სკამი!
ქალი (ოხვრით და სასოწარკვეთით):
-ო, ისევ ეს სკამი!
მაშ ასე, ერიდეთ სკამებს, სალოცავ ადგილებად ქცეულ სკამებს!

Tuesday, November 9, 2010

Dear Diary

არ მჭირდება თქვენი ყალბი ღიმილი, ყალბი მეგობრობა და ეგ ყალბი სურვილი ჩემთან სიახლოვისა. შეგიძლიათ დამტოვოთ და თავი აირიდოთ ამ ფარსისგან. რატომ გგონიათ რომ რამეს წარმოადგენთ. ერთადერთი რაც ხართ ესაა დამსხვრეული, დაქუცმაცებული, გაორებული და გაასებული პიროვნება. და გგონიათ მე ვერაფერს ვხედავ.. ბრმები ხართ ბრმები! თუმცა მეც ხომ ბრმა ვარ თქვენს სიყრუეს ვერ ვხედავ. თავად გაებმევით საკუთარ ხაფანგში და გეტკინებათ. მართალია, არა ისე როგორ მე, რადგან ეგოისტები ხართ, მაგრამ მაინც გეტკინებათ და მერე გამიხსენებთ.. აღარ დამჭირდება. მარტოობა არასდროს დამტოვებს. აბსტრაქტულია, მარა ერთგულია. გრცხვენოდეთ! 

Monday, November 1, 2010

Dear Diary..

იყო და არა იყო რა , სადღაც საღამოს 5 საათზე (დანამდვილებით ჩემს მშობლებსაც არ ახსოვთ) 8 სექტემბერს მოვევლინე ქვეყანას.. განსაკუთრებული არაფერი ყოფილა იმის გარდა რომ ძლივს გადამარჩინეს. ყველას გაუხარდა პირველი შვილი ( გოგო!) აღმომაჩნდა ერთგვარი ნიჭი (სახელი არ ვიცი) - ძალინ პატარა ასაკში მახსოვს ჩემი თავი. თვეების რო ვიყავი მახსოვს როგორ მაჭმევდნენ, მეფერებოდნენ, მასეირნებდნენ და ა.შ. მალე ავითვისე სწრაფი ბობღვა და კედლებზე ხატვა. 

 ცოტა გავიზარდე...


 სათამაშოები არ მიზიდავდა, ძირითადად ფარდებით ვთამაშობდი. აა როგორ? ფარდის ყოველ ნაწილს სახელს ვარქმევდი და ველაპარკებოდი (სახელებს არ ვიტყვი ძალიან პირადულია). მამაჩემის არქიტექტურული წიგნებიც გავაფერადე..არ მჯეროდა "ბუების" და "გუდიანი კაცების". არც თოვლის პაპის არსებობის..

ცოტა კიდევ გავიზარდე..

 ორი ბაღი გამოვიცვალე.. იყო რა.. არაფერი განსაკუთრებული. მაშინ პირველად მივხვდი რომ ცხოვრებაში მხოლოდ "კარგი ბიძიები" და "კარგი დეიდები" არ არიან- მოგვცა რა მასწავლებელმა თავის ნათესავზე პატარა ლექსი მივხვდი.. მეტკინა..
  
კიდევ უფრო გავიზარდე..

და მოვიდა დღე იგი სანატრელი, როს შევედი სკოლასა შინა.. მიხაროდა.. ყოველთვის კარგად ვსწავლობდი. მეორე კლასის მერე დამოუკიდებლად. ისევ მიხაროდა.. ბევრი კარგი ადამინი, ბევრი ცუდი, არანაირი ბავშვური გატაცება.. თანდათან უცნაურობებიც დაიხვეწა, უფრო გაუცნაურდა, შემერწყა სრულიად..  ნეტა რა მიხაროდა?!

 რომანტიკოსი, მეოცნებე, მგრძნობიარე, ერთგული, ხანდისხან უტანელი..
ფერებიც შეიცვალა..
ტკივილი...
ღიმილი ...
 სიგიჟე..
და ბოლოს..
განვედ სიტყვანო არ ძალგიძთ!



დროებით  dear diary. სიყვარულით შენი ნაპტკვენი ბუმბული

Sunday, October 31, 2010

ლანდების სახლი


ღამით კარის ხმა ისმოდა. ისინი დადიოდნენ ოთახიდან ოთახში, აქ წევდნენ, იქ აღებდნენ, რწმუნდებოდნენ - წყვილი ლანდი.

„ აქ დავტოვეთ“, ქალი ამბობდა. კაცი ამატებდა : „ აქაც.“ „ეს მაღლა არის.“ - ქალი ბუზღუნებდა. „და ბაღში,“- კაცი ჩურჩულებდა. „ჩუმად!“-ამბობდნენ ერთხმად. – „გაეღვიძებათ“.

მაგრამ არ იყო ეს გაღვიძება. ო, არა. „ისინი ეძებენ. ფარდებს აფარებენ“. ერთს შეეძლო ეთქვა და ასე ჩაეკითხა ფურცელი ან ორი. „ახლა იპოვნეს.“- ერთი დარწმუნებული იქნებოდა, შეაჩერებდა ფანქარს. მერე, კითხვით დაღლილი, ადგებოდა, ნახავდა, სახლი ცარიელი არის, კარები - ღია. მხოლოდ ტყის მტრედები ღუღუნებენ, ფერმიდან ისმის სალეწის გუგუნი. „აქ რისთვის მოვედი? რისი პოვნა მინდოდა?“ ვიდექი ცარიელი ხელებით. „იქნებ მაღლა იყო?“ ვაშლები იყო სხვენზე. და ისევ ქვემოთ - ისევ ბაღი - მხოლოდ წიგნი დავარდნილიყო ბალახებში.

სასტუმრო ოთახში იპოვნეს. სარკმლის შუშები ირეკლავდნენ ვაშლებს, ვარდებს. ყველა ფოთოლი მწვანე იყო. თუ ისინი გავიდოდნენ სასტუმრო ოთახში, ვაშლი ყვითელ მხარეს აჩენდა. წუთის შემდეგ, კარი თუ გაიღებოდა, მოჩანდა მოფენილი იატაკს, დაკიდებული კედლებზე, ჩამოკიდებული ჭერიდან - რა ? ცარიელი მქონდა ხელები. შაშვის ჩრდილი ეცემოდა ხალიჩაზე. სიჩუმიდან ტყის მტრედები : „სიმშვიდე, სიმშვიდე, სიმშვიდე. “ სახლის პულსი იგრძნობოდა. „ დაიმარხა განძი, ოთახი...“ სახლის პულსი ჩქარდებოდა. „თქვენი განძი.“

ქარი ზუზუნებს ხეივანში. ხეები მორკალუნან და ქანაობენ. მთვარის შუქი იღვრება წვიმაში. ლამფის შუქი კი სარკმლიდან ეცემა.

სახლში მოხეტიალე, ჩუღჩულით მოსაუბრე წყვილი ლანდი წილ ბედნიერებას დაეძებს.

„აქ გვეძინა.“ - ქალი ამბობს. კაცი ამატებს: „უთვლელი ამბორი.“ „გაღვიძება.“ „ხეებს შორის.“ „ მაღლა.“ „ბაღში.“ „როცა ზაფხული დადგა...“ „ზამთარში, თოვლში.“ - შორს იხურება კარები.

ახლოს მოდიან. შემოსასვლელს წყდებიან. ქარი დუმდება. თვალები ბნელდება. ჩვენ უკან ნაბიჯების ხმა არ ისმის. ქალი - ლაბადით. კაცი ხელებით იცავს ლამფას. „შეხედე.“ - სუნთქვავს. – „ბგერებს ჩაეძინათ. სიყვარეული მათ ბაგეზეა.“

მორკალული, ვერცხლისფერი ლამფით ხელში, მძიმედ გვიცქერენ. მთვარის შუქი ეცემა იატაკსა და კედლებს. სახეები ფიქრობენ, სახეები ეძებენ მძინარეებს და თავიანთ წილ დამალულ ბედნიერებას.

„სიმშვიდე, სიმშვიდე, სიმშვიდე,“ სახლი ამაყად ძგერს. „გრძელი წლები“ - კაცი ამბობს. „ისევ მიპოვნე.“ „აქ.“- ქალი ჩურჩულებს. „ძილი. ბაღში კითხვა. სიცილი. სხვენზე ვაშლის დაგორება. აქ განძი დავტოვეთ.“ მორკალულები. მათი სინათლე ჩემს თვალებში. „სიმშვიდე, სიმშვიდე, სიმშვიდე“- სახლის პულსი ფართოვდება. გაღვიძებული, ვტირი: „ეს არის თქვენი განძი ? ნათელი შიგნით.“

ლურჯი და მწვანე

მწვანე

შუშის თითები. ასხლეტილი სხივები და მწვანე. დღის მანძილზე ჭაღის თითებიდან ქანდაკებაზე დაღვრილი მწვანე. მწვანე ფრთები. პალმების მკვეთრი კონტურები - ისინიც მწვანე. მზეში მოელვარე მწვანე სხივები. უდაბნოს ქვიშაზე მოტივტივე მწვანე გუბურები. მათში მოტორტმანე აქლემები. გუბურები გადმოღვრილი ქანდაკებაზე. მოსაზღვრე ლერწამი. უსარგებლო სარეველები . აქ-იქ თეთრი ყვავილი. გადამხტარი ბაყაყი. ღამით მოციმციმე ვარსკვლავები. საღამო. ბუხართან ჩრდილი ხტის მწვანეზე. ამღვრეული ოკეანე. გემები არ ბრუნდებიან. უმიზნო ტალღები ცარიელ ცაზე. ღამე. ლურჯ ლაქებად დაღვრილი სხივები. სრულდება მწვანე.

ლურჯი

ზედაპირზე ამოსული მხეცი აწეული ცხვირით. ნესტოებიდან გადმონთხეული წყლის ორი ნაკადი. ლურჯი შტრიხებით გადაკვეთილი მეზღვაურის შავი ქუდი. სიმღერით დაღვრილი წყალი ლურჯ მძივზე. ბროლის თვალთან შეწყვეტილი ლურჯი. ნაპირზე წამოწოლილი ბლანტი, ყეყეჩი, ასხივებს მშრალ სილურჯეს. მეტალური ლურჯით დალაქავებული ნაპირი. ლურჯი მოტივტივე ნავის კიდეები. ლურჯ ზარებში დარწეული ტალღები.
მაგრამ ტაძარი სხვაა, ცივი, საკმევლით დამძიმებული, მისუსტებულა ლურჯი ღვთისმშობლის შარავანდედით.