BLOGGER TEMPLATES - TWITTER BACKGROUNDS »

Tuesday, October 26, 2010

ქორწილი (ფრაგმენტი)


ქეთო ცაცხვის ძირში იყო, უაზროდ, დინჯის ნაბიჯით მიდიოდა ის სულ წინ, სანამ წელზე შემორტყმული თოკი არ გაქაჩავდა, რომ შემობრუნებულს პირდაპირ, გზის გადუხვევლად განეგრძო სიარული.

ფეხშიშველი... შემოხეული, უსახელო კაბა... შეკრეჭილი თმა… ფერმკრთალი, დანაოჭებული სახე... გამომშრალი თვალები და განუწყვეტელი ბუტბუტი:

პირუტყვი... პირუტყვი... პირუტყვი.

მივუახლოვდი... ყურადღება მაინც არ მომაქცია; დაველაპარაკე - ერთი კი შეჩერდა, მერე ისევ განაგრძო სიარული და ბუტბუტი:

ცხოველი... ცხოველი... ცხოველი...

ბესო უხსენე... შემომიბრუნდა... სახეს ტკბილმა სევდამ გადურბინა... ჩემია, ჩემია, ჩემია - გაიმეორა უთვალავჯერ და ისევ დაიწყო გაუთავებელი სიარული და ბუტბუტი:

პირუტყვი... პირუტყვი... პირუტყვი...

გამოვიქეცი,

ვერ გაუძელი,

ახლოს საზიზღარი,

შორით საცოდავი,

მოგონებაში სასოების მომგვრელი ქმნილების ცქერას...


0 comments: