Brain : -გაჩუმდი! დამღალე..
Heart : -არ შემიძლია..
Brain : -შეგიძლია!
Heart : -არა..
Brain : -უბრალოდ არ გინდა
Heart: -მინდა..
Brain: -ტყუი! მე როგორ შევძელი?
Heart : -შენ.. შენ, შენ ხარ..
Brain: -მიუხედავად იმისა რომ..
Heart: -გაჩუმდი! არ გინდა, ვიცი..
Brain: -დაფიქრდი..
Heart: -ეგ შენი მოვალეობაა
Brain: -და რატო არ მისმენ?
Heart: -შენ ვერ გაიგებ..
Brain: -რატომ?
Heart: -იმიტომ, რომ.. შენ.. შენ შენ ხარ..
Thursday, December 30, 2010
Brain vs Heart (Dear Diary)
Posted by ნაპტკვენი ბუმბული at 11:34 AM 0 comments
Sunday, December 26, 2010
Wednesday, December 22, 2010
მეღორე ცრემლების ყლაპია (Dear Diary)
ნიჰილისტად მომნათლეს, ყველაფერს ხელაღებით უარყოფო. ბევრ რამეს ვუარყოფ, მაგრამ იმას რასაც ვთვლი რომ ამაზრზენია, საძულველი, წარმწყმედი. ვუარყოფ ბოროტებას, სიძულვილს, თვალთმაქცობას, უსამართლობას, ცინიზმს, ამპარტავნებას, თვითკმაყოფილებას, დაუნდობლობას, ეგოიზმს, სიმხდალეს, არაჰუმანურობას. ვუარყოფ ერთი იდეით შეპყრობილ ორფეხა ცხოველთა ბრბოს, დახავსებულ აზროვნებას, დაკონსერვებულ მსოფლმხედველობას, რაღაცისტებს და ვიღაცისტებს, მაქსიმალიზმს, მხოლოდ სიცოცხლის მოტრფიალეებს, საკუთარი ცნობიერების მონებს და ყველაფერ იმას, რაც ადამიანის პიროვნებას ჩრდილავს, უბიძგებს არაფრობისაკენ და შავი, უკიდეგანო ქვესკნელისკენ.
"უფალო, უსმინე შავარდენს
მის ხელით გიგზავნი ბარათს
მიშველე ღორებში ჩავარდნილს
ღორებში დარჩენილს მარად."
Posted by ნაპტკვენი ბუმბული at 8:15 AM 0 comments
something
არ მინდა ვიყო რაღაც. არც ვიღაც, მე მინდა ვიყო მე.. გავურბივარ ჩემს თავს, რათა ვიპივო ჩემი თავი.
Posted by ნაპტკვენი ბუმბული at 7:05 AM 0 comments
Tuesday, December 21, 2010
Sunday, December 19, 2010
Run For Your Life! (Dear Diary)
მე არ ვიცი რა არის რეალობა, რა ილუზია. რა არის მყარი, რა მეჩვენება. ვერ ვხვდები ბრმა ვარ თუ დანახვის უნარი მაქ. ვერ ვხვდები ყრუ ვარ თუ თავს ვიყრუებ. ვერ ვხვდები ვერაფერს. რატომ ვხედავ შავად, როცა შავი სულაც არ არის და მაშინ როცა შავი უნდა იყოს, რატომ ვერ ვხედავ. არ მინდა ფიქრი, არა.. დამღალა. მეძინება! ვერაფერს ვეყრდნობი და ღრუბლებში დავდივარ. რამდენჯერაც დავეყრდნე კისერი წავიტეხე. ისევ ღრუბლებს ვეკიდები. მაგრამ როდემდე ვიქნები მსუბუქი.. ჩავიტან ალბათ ყველაფერს ისევ მიწაში. ხო, ჩავიტან..
ვგრძნობ ვმძიმდები
Posted by ნაპტკვენი ბუმბული at 11:20 AM 0 comments
Saturday, December 11, 2010
ქალის სიყვარული
უმწეოა ქალის სიყვარული,
ჩრდილში ამოსული იასავითაა,
თვალი რომ სულ მზისაკენ უჭირავს...
უმწეოა ქალის სიყვარული,
როგორც უმწეოა იის სურნელება,
ყველა რომ მოსაწყვეტად ეტანება...
ჭკნებიან მოწყვეტილი იები
და ლარნაკებში ჩაწყობილნი
ქრებიან და უჩინარდებიან.
უცნაურია მათი მიამიტური
ლტოლვა და ერთგულება,
უცნაურია მათი გულმავიწყობა...
ანდა იქნებ თავიანთი დიდსულოვნებით
ჩვენი გულგრილობის ყინულის გალხობა უნდათ.
უცნაურია მათი მიმტევებლობა,
უცნაური და უმწეო...
სუროსავითაა,
თუ არაფერს შემოეხვია,
წელში ვერ აიმართება,
თავს მაღლა ვერ აიღებს,
ვერ გაიშლება და ვერ გაიფურჩქნება,
მზეს ვერ დაენახვება...
უმწეოა ქალი სიყვარული,
როგორს სიცოცხლე...
Posted by ნაპტკვენი ბუმბული at 11:23 AM 0 comments
Tuesday, December 7, 2010
The Drugs Don't Work
Now the drugs don't work
They just make you worse
But I know I'll see your face again
Posted by ნაპტკვენი ბუმბული at 11:37 AM 0 comments
Monday, December 6, 2010
Sunday, December 5, 2010
Dear Diary
სამაგიეროდ ისინი ვერასდროს გაიგებენ ამას...ვერც იმას რატო კანკალებ და ეს სიცივის ან ნერვოზის ბრალი გონიათ. ვერც იმას რატო წითლდები როცა.. (აღარ ვიტყვი) ვერც იმას ფანჯარასთან როგორ შეგიძლია საათობით რაღაცას უყურო. ვერც იმას რატო არასდროს იღიმი, არ დადიხარ მათთან, რატო საუბრობ ქარაგმებით, რატო არიდებ თავს ყველას, რატო გიცრემლიანდება თვალები, რატო გეშინია.. და საერთოდ, ისინი ვერასდროს გაიგებენ ვერაფერს, რადგან არსდროს, არასდროს განუცდიათ ეს!
Posted by ნაპტკვენი ბუმბული at 11:42 AM 0 comments
Saturday, December 4, 2010
Love Will Come Through
So take me don't leave me
Take me don't leave me
Baby, love will come through it's just waiting for you
Posted by ნაპტკვენი ბუმბული at 9:19 AM 0 comments
Thursday, December 2, 2010
Dear diary ♥
ჩვენ ვხატავდით ნახატს.. მე იისფერი ფანქარი მოვიმარჯვე ხელში, შენ ლურჯი. თავიდან შენ დაიწყე...თეთრი ფურცლის შუაგულში ხელის ერთი მოსმითსახლი დახატე. მე იისფრად გავაფერადე. შენ ყვითელი ფანქრით დიდი მზე დახატე, მე სახლის გვერდით იასამანი. შენ მწვანე მინდორი დახატე, მე- ცისფერი ცა. შენ სახლის ფანჯრები დახატე, მე- ფერადი პეპლები. შენ ბიჭი დახატე, მე- გოგო...
ლამაზი იყო. ცოტა ბავშვური, ცოტა მხიარული, მაგრამ გრძნობით, ოცნებით აღსავსე.
შევინახეთ...
სიბნელეში ვიღაცამ მოიპარა. სახლს ცეცხლი წაუკიდა, დიდი, გაბერილი ღრუბლებით ჩაანაცვლა მზე, გოგო ბოროტად გადაჩხაპნა, ბიჭს რქები მიახატა და მისი სულიპეპლებთან ერთად გამოამწყვდია...
გავიღვიძეთ და ვნახეთ..
შენ გაბრაზდი და დახიე ( არ ვიცი რატომ) ნახატის ნახევარი დაკუჭე და ჯიბეში ჩაიდე გადასაგდებად. მე მეტკინა.. შენ ხომ მეც დამხიე... ვცდილობდი საშლელით ნახატის შებღალული ნაწილი წამეშალა, თან ცრემლებით ვასველებდი და საქმეს ვიძნელებდი. მინდოდა ის ნაწილი წამეშალა, სადაც შენი სული პეპლებთან ერთად იყო გამომწყვდეული. მე ნაზად, სათუთად ავიღე, რადგან ჩვენ გვეკუთვნოდა. მხოლოდ მე და შენ..
ავიღე და ჩარჩოში ჩავსვი. ვუყურებ , თან რუმბის ხელა ცრემლი მეჩხირება ყელში. შენ კი კვლავ ჯიბეში გიდევს სურათის მეორე ნაწილი, რომელზეც ჯერ არაფერი არ წაგიშლია.
ვუყურებ ჩარჩოს ცარიელ ნაწილს, ცაში დახატულ პეპლებს და მიწაზე დახატულ სახლს...
Posted by ნაპტკვენი ბუმბული at 9:13 AM 0 comments
Tuesday, November 30, 2010
Dear Diary..
ღმერთმანი რა ამოუვსები სივრცეა. ან ამოვსებული რაღაცით.. ვერ ვხვდები. უფრო სწორად ვხვდები მაგრამ თავი არ მინდა დავიმცირო (?) რაღაც იწვის, ისერება, იფლითება.. მერე მზე წამით შემომხედავს და ისევ გაიხედება ამრეზილი სახით, თითქოს რაღაცას მამადლის და მე სულელივით ველოდები როდის მოიღებს ისევ მოწყალებას.. წამიერად გააცოცხლებს და ცოტახანში კვლავ მამადლის და ბინძურად მომაფურთხებს.. დაბნელდება და სინათლესთან ერთად ჩემი დაფლეთილი, ორი წინაგულისა და ორი პარკუჭისაგან შემდგარი რაღაცაც მიაქვს.
და ამ დრო თქვენ? ბედნიერნი... ამაზრზენია!
სინდისი და ნამუსი ხელჩაკიდულნი სადღაც დაბანცალებენ...
და მე? უბედური... საცოდაობაა!
ტვინმა გული დუელში გამოიწვია
და
ის
უბედური
კიდევ
უფრო
დაფლითა!
სიყვარულით, შენი ნაპტკვენი ბუმბული
Posted by ნაპტკვენი ბუმბული at 11:00 AM 0 comments
Friday, November 26, 2010
Are you there, over the oceans?
Where, Oh where have you been my love?
Where, Oh where can you be?
It's been so long, since the moon has gone
And oh what a wreck you've made me
Are you there, over the oceans?
Are you there, up in the sky?
Until the return of my love
This lullaby
My hope is on the horizon
Every face, your eyes I can see
I plead and pray though each night and day
Our embrace is only a dream
And as sure as days come from moments
Each hour becomes a life's time
Posted by ნაპტკვენი ბუმბული at 11:05 AM 0 comments
Tuesday, November 23, 2010
...............
სენტიმენტალური საყვარელი ჩურჩულებს(კიდევ უფრო მიბნედილი ხმით, ვიდრე მთვარეა) :
-ძვირფასო, შეხედეთ, აი, ჩვენი სკამი, ჩვენი ძვირფასი სკამი!
ქალი (ოხვრით და სასოწარკვეთით):
-ო, ისევ ეს სკამი!
მაშ ასე, ერიდეთ სკამებს, სალოცავ ადგილებად ქცეულ სკამებს!
Posted by ნაპტკვენი ბუმბული at 11:22 AM 0 comments
Tuesday, November 9, 2010
Dear Diary
არ მჭირდება თქვენი ყალბი ღიმილი, ყალბი მეგობრობა და ეგ ყალბი სურვილი ჩემთან სიახლოვისა. შეგიძლიათ დამტოვოთ და თავი აირიდოთ ამ ფარსისგან. რატომ გგონიათ რომ რამეს წარმოადგენთ. ერთადერთი რაც ხართ ესაა დამსხვრეული, დაქუცმაცებული, გაორებული და გაასებული პიროვნება. და გგონიათ მე ვერაფერს ვხედავ.. ბრმები ხართ ბრმები! თუმცა მეც ხომ ბრმა ვარ თქვენს სიყრუეს ვერ ვხედავ. თავად გაებმევით საკუთარ ხაფანგში და გეტკინებათ. მართალია, არა ისე როგორ მე, რადგან ეგოისტები ხართ, მაგრამ მაინც გეტკინებათ და მერე გამიხსენებთ.. აღარ დამჭირდება. მარტოობა არასდროს დამტოვებს. აბსტრაქტულია, მარა ერთგულია. გრცხვენოდეთ!
Posted by ნაპტკვენი ბუმბული at 2:46 AM 0 comments
Labels: Mine..only mine
Monday, November 1, 2010
Dear Diary..
იყო და არა იყო რა , სადღაც საღამოს 5 საათზე (დანამდვილებით ჩემს მშობლებსაც არ ახსოვთ) 8 სექტემბერს მოვევლინე ქვეყანას.. განსაკუთრებული არაფერი ყოფილა იმის გარდა რომ ძლივს გადამარჩინეს. ყველას გაუხარდა პირველი შვილი ( გოგო!) აღმომაჩნდა ერთგვარი ნიჭი (სახელი არ ვიცი) - ძალინ პატარა ასაკში მახსოვს ჩემი თავი. თვეების რო ვიყავი მახსოვს როგორ მაჭმევდნენ, მეფერებოდნენ, მასეირნებდნენ და ა.შ. მალე ავითვისე სწრაფი ბობღვა და კედლებზე ხატვა.
ცოტა გავიზარდე...
სათამაშოები არ მიზიდავდა, ძირითადად ფარდებით ვთამაშობდი. აა როგორ? ფარდის ყოველ ნაწილს სახელს ვარქმევდი და ველაპარკებოდი (სახელებს არ ვიტყვი ძალიან პირადულია). მამაჩემის არქიტექტურული წიგნებიც გავაფერადე..არ მჯეროდა "ბუების" და "გუდიანი კაცების". არც თოვლის პაპის არსებობის..
ცოტა კიდევ გავიზარდე..
ორი ბაღი გამოვიცვალე.. იყო რა.. არაფერი განსაკუთრებული. მაშინ პირველად მივხვდი რომ ცხოვრებაში მხოლოდ "კარგი ბიძიები" და "კარგი დეიდები" არ არიან- მოგვცა რა მასწავლებელმა თავის ნათესავზე პატარა ლექსი მივხვდი.. მეტკინა..
კიდევ უფრო გავიზარდე..
და მოვიდა დღე იგი სანატრელი, როს შევედი სკოლასა შინა.. მიხაროდა.. ყოველთვის კარგად ვსწავლობდი. მეორე კლასის მერე დამოუკიდებლად. ისევ მიხაროდა.. ბევრი კარგი ადამინი, ბევრი ცუდი, არანაირი ბავშვური გატაცება.. თანდათან უცნაურობებიც დაიხვეწა, უფრო გაუცნაურდა, შემერწყა სრულიად.. ნეტა რა მიხაროდა?!
რომანტიკოსი, მეოცნებე, მგრძნობიარე, ერთგული, ხანდისხან უტანელი..
ფერებიც შეიცვალა..
ტკივილი...
ღიმილი ...
სიგიჟე..
და ბოლოს..
განვედ სიტყვანო არ ძალგიძთ!
Posted by ნაპტკვენი ბუმბული at 12:53 PM 0 comments
Labels: Mine..only mine
Sunday, October 31, 2010
ლანდების სახლი
ღამით კარის ხმა ისმოდა. ისინი დადიოდნენ ოთახიდან ოთახში, აქ წევდნენ, იქ აღებდნენ, რწმუნდებოდნენ - წყვილი ლანდი.
„ აქ დავტოვეთ“, ქალი ამბობდა. კაცი ამატებდა : „ აქაც.“ „ეს მაღლა არის.“ - ქალი ბუზღუნებდა. „და ბაღში,“- კაცი ჩურჩულებდა. „ჩუმად!“-ამბობდნენ ერთხმად. – „გაეღვიძებათ“.
მაგრამ არ იყო ეს გაღვიძება. ო, არა. „ისინი ეძებენ. ფარდებს აფარებენ“. ერთს შეეძლო ეთქვა და ასე ჩაეკითხა ფურცელი ან ორი. „ახლა იპოვნეს.“- ერთი დარწმუნებული იქნებოდა, შეაჩერებდა ფანქარს. მერე, კითხვით დაღლილი, ადგებოდა, ნახავდა, სახლი ცარიელი არის, კარები - ღია. მხოლოდ ტყის მტრედები ღუღუნებენ, ფერმიდან ისმის სალეწის გუგუნი. „აქ რისთვის მოვედი? რისი პოვნა მინდოდა?“ ვიდექი ცარიელი ხელებით. „იქნებ მაღლა იყო?“ ვაშლები იყო სხვენზე. და ისევ ქვემოთ - ისევ ბაღი - მხოლოდ წიგნი დავარდნილიყო ბალახებში.
სასტუმრო ოთახში იპოვნეს. სარკმლის შუშები ირეკლავდნენ ვაშლებს, ვარდებს. ყველა ფოთოლი მწვანე იყო. თუ ისინი გავიდოდნენ სასტუმრო ოთახში, ვაშლი ყვითელ მხარეს აჩენდა. წუთის შემდეგ, კარი თუ გაიღებოდა, მოჩანდა მოფენილი იატაკს, დაკიდებული კედლებზე, ჩამოკიდებული ჭერიდან - რა ? ცარიელი მქონდა ხელები. შაშვის ჩრდილი ეცემოდა ხალიჩაზე. სიჩუმიდან ტყის მტრედები : „სიმშვიდე, სიმშვიდე, სიმშვიდე. “ სახლის პულსი იგრძნობოდა. „ დაიმარხა განძი, ოთახი...“ სახლის პულსი ჩქარდებოდა. „თქვენი განძი.“
ქარი ზუზუნებს ხეივანში. ხეები მორკალუნან და ქანაობენ. მთვარის შუქი იღვრება წვიმაში. ლამფის შუქი კი სარკმლიდან ეცემა.
სახლში მოხეტიალე, ჩუღჩულით მოსაუბრე წყვილი ლანდი წილ ბედნიერებას დაეძებს.
„აქ გვეძინა.“ - ქალი ამბობს. კაცი ამატებს: „უთვლელი ამბორი.“ „გაღვიძება.“ „ხეებს შორის.“ „ მაღლა.“ „ბაღში.“ „როცა ზაფხული დადგა...“ „ზამთარში, თოვლში.“ - შორს იხურება კარები.
ახლოს მოდიან. შემოსასვლელს წყდებიან. ქარი დუმდება. თვალები ბნელდება. ჩვენ უკან ნაბიჯების ხმა არ ისმის. ქალი - ლაბადით. კაცი ხელებით იცავს ლამფას. „შეხედე.“ - სუნთქვავს. – „ბგერებს ჩაეძინათ. სიყვარეული მათ ბაგეზეა.“
მორკალული, ვერცხლისფერი ლამფით ხელში, მძიმედ გვიცქერენ. მთვარის შუქი ეცემა იატაკსა და კედლებს. სახეები ფიქრობენ, სახეები ეძებენ მძინარეებს და თავიანთ წილ დამალულ ბედნიერებას.
„სიმშვიდე, სიმშვიდე, სიმშვიდე,“ სახლი ამაყად ძგერს. „გრძელი წლები“ - კაცი ამბობს. „ისევ მიპოვნე.“ „აქ.“- ქალი ჩურჩულებს. „ძილი. ბაღში კითხვა. სიცილი. სხვენზე ვაშლის დაგორება. აქ განძი დავტოვეთ.“ მორკალულები. მათი სინათლე ჩემს თვალებში. „სიმშვიდე, სიმშვიდე, სიმშვიდე“- სახლის პულსი ფართოვდება. გაღვიძებული, ვტირი: „ეს არის თქვენი განძი ? ნათელი შიგნით.“
Posted by ნაპტკვენი ბუმბული at 11:47 AM 0 comments
Labels: ვირჯინია ვულფი
ლურჯი და მწვანე
მწვანე
შუშის თითები. ასხლეტილი სხივები და მწვანე. დღის მანძილზე ჭაღის თითებიდან ქანდაკებაზე დაღვრილი მწვანე. მწვანე ფრთები. პალმების მკვეთრი კონტურები - ისინიც მწვანე. მზეში მოელვარე მწვანე სხივები. უდაბნოს ქვიშაზე მოტივტივე მწვანე გუბურები. მათში მოტორტმანე აქლემები. გუბურები გადმოღვრილი ქანდაკებაზე. მოსაზღვრე ლერწამი. უსარგებლო სარეველები . აქ-იქ თეთრი ყვავილი. გადამხტარი ბაყაყი. ღამით მოციმციმე ვარსკვლავები. საღამო. ბუხართან ჩრდილი ხტის მწვანეზე. ამღვრეული ოკეანე. გემები არ ბრუნდებიან. უმიზნო ტალღები ცარიელ ცაზე. ღამე. ლურჯ ლაქებად დაღვრილი სხივები. სრულდება მწვანე.
ლურჯი
ზედაპირზე ამოსული მხეცი აწეული ცხვირით. ნესტოებიდან გადმონთხეული წყლის ორი ნაკადი. ლურჯი შტრიხებით გადაკვეთილი მეზღვაურის შავი ქუდი. სიმღერით დაღვრილი წყალი ლურჯ მძივზე. ბროლის თვალთან შეწყვეტილი ლურჯი. ნაპირზე წამოწოლილი ბლანტი, ყეყეჩი, ასხივებს მშრალ სილურჯეს. მეტალური ლურჯით დალაქავებული ნაპირი. ლურჯი მოტივტივე ნავის კიდეები. ლურჯ ზარებში დარწეული ტალღები.
მაგრამ ტაძარი სხვაა, ცივი, საკმევლით დამძიმებული, მისუსტებულა ლურჯი ღვთისმშობლის შარავანდედით.
Posted by ნაპტკვენი ბუმბული at 11:41 AM 0 comments
Labels: ვირჯინია ვულფი
სამტაეპედები
* * *
ამ ბავშვებმა
ვერც კი შენიშნეს,
ჭიანჭველა როგორ მოვკალი.
* * *
წამწამით ვეხები
სიმთვრალეში,
ირემის ნახტომს.
* * *
იქ, სადაც
ფოთლები მიწაზე ყრია,
დრონი ჩერდება.
* * *
ვაგზლის ტურნიკეტთან,
ვიღაც მთვრალმა “ვაშა” იყვირა.
კარგად გალანძღეს.
* * *
ბაგეს მოწყვეტილი
ჩემი სიტყვები ხეტიალობენ. . .
ირმის ნახტომი!
Posted by ნაპტკვენი ბუმბული at 1:58 AM 0 comments
Labels: სიუსონ კატო
Saturday, October 30, 2010
სენტიმენტალური ტრიოლეტი
ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი,
შენ სილამაზეს ჩემი ტრფობა ესაფეხურა.
ვარ მოწყენილი ვით ზამთარში ნაზი ბეღურა.
მე განშორების ცივი თოვლი დიდხანს მეხურა.
ვტიროდი ხარბათ _ მარტოობით ნაალერსალი.
ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
ვით შემოდგომს ღამეებში თეთრი ვერსალი.
Posted by ნაპტკვენი ბუმბული at 8:39 AM 0 comments
Labels: ვალერიან გაფრინდაშვილი
სიკვდილის შემდეგ
დადგება ზამთარი...
მოვკვდები ღამით, გათენებისას, როდესაც გარეთ იქნება ზამთრის გაცივებული მთვარე და ყინვა. სიკვდილის წინ მომაგონდება თბილისის ღამეები და ჩემი უნაზესი და: ეს ორი შეერთებული კოცონი, რომელიც მწვავდა მე ყოველთვის.
ასე გათავდება სინათლე, გაჰქრებიან მოგონების წამები.
გადავეცემი სიკვდილის მდუმარე ხელებს.
ჩემი წამებული სხეული შეუერთდება მსოფლიო ელემენტებს.
და მე ვიგრძნობ უმაღლეს მოსვენებას.
ჩემი კუბო იქნება სადა
და პროცესია უცრემლო.
მე დამასაფლავებენ შუადღის ორ საათზე თბილისის ახლო.
ჩემი დაკრძალვის დღეს აიშლებიან ფერადი ღრუბლები და ამოვარდება შორეული გრიგალი.
ბალდახიანი, რომელიც წაიღებს ჩემს ცხედარს, იქნება თეთრი და მოძველებული. პანაშვიდს გადამიხდის ვინმე უბრალო მღვდელი, რომელსაც არ ექნება წაკითხული ჩემი სისხლიანი წიგნი «Memento mori!» არ შევეცოდები მღვდელს, რომელსაც არ ეცოდინება ჩემი დაფერფლილი სულის ისტორია. მხოლოდ ცხედართან მდგომ პოეტებს მოაგონდებათ ჩემს დანისლულ ლექსებიდან: სტრიქონები.
მოვა უიმედობა.
პანაშვიდი გათავდება ქარში.
ჩემს ცხედარს ნელა ჩაუშვებენ სამარეში.
და პირველ მიწას სახეზე მომაყრის ვინმე უხეში მესაფლავე.
კუბოს ფიცარზე შეწყდება უკანასკნელი გუგუნი მიწის და ქვების.
პროცესია დაიშლება.
მე და სიჩუმე დავრჩებით მარტო.
გზაში ისაუბრებენ ჩემზე.
დაღამდება...
მე შემეშინდება მარტო სასაფლაოზე, ღამით.
დავტოვებ კუბოს და ტანშიშველი გამოვიქცევი სამარიდან.
და გიჟივით ვიკივლებ, რომ მომეშველონ, რომ დამიფარონ.
არავინ იქნება ჩემი მხსნელი, ისევ დავეცემი, თავს ვიგრძნობ სამარეში და კვლავ მივეცემი ძილს დაუსრულებელს.
ნათელივით თავზე დამადგება ჩემი განუყრელი და - სიჩუმე.
თეთრად დასუდრული იქნება მთელი ქვეყანა.
ის სოფელი, სადაც მე დავიბადე, დაემსგავსება უდაბნოს.
გაივლის ზამთარი, წვიმით და ქარებით.
დადგებიან გაზაფხულის დღეები.
შეიფოთლება სასაფლაო.
კვირა დილით, როდესაც ყველა მლოცველისათვის გაიღება ეკლესიის კარები, ჩემს საფლავთან დაფიქრებული მოვა ვინმე , მოიგონებს ჩემს დამწვარ სახეს, მოიგონებს ჩემს წამებას და შევეცოდები.
ასე გაივლიან საუკუნეები.
ჩემს საფლავს დაადგება მზე შორეულ რიცხვის.
ჩემს მიერ უხილავ საღამოს ბინდი დაფარავს მივიწყებულ ლოდებს და ჩემი საფლავიც შეიმოსება სიბნელით.
წამოვა წვიმა, ქარიშხალი და მოწყენილ საფლავზე დამაყრის ყვითელ ფოთლებს. ასე დროთა შავი წვეთებით დახავსდება ჩემი სამარე, ზედ წამოიზრდება ბალახი.
ზაფხულში, საღამო დროს, ჩემს საფლავს ჩაუვლიან თეთრად გამოწყობილი ქალები, შორს, სარკესთან უცნობი თითები დაუკრავენ როიალს.
დილაადრიან უიმედოდ იკივლებენ ორთქლმავლები. მოვა კვირადღე და ჩემს ახლოს დარეკავენ ზარებს, აანთებენ სანთლებს.
დაიღლებიან ხელაპყრობილი მლოცველები.
წირვა გათავდება.
საყდარს დაკეტავენ, ხატები დამწყვდეულ ტუსაღებივით დარჩებიან შიგ. და სასაფლაოს ჩხავილით გადაუფრენს ყვავი.
გაქრება თვალები, რომელზედაც ესვენა თბილისის ღამეები მძიმე ლოდებივით.
და ჩემი სამარის სამუდამო დარაჯი იქნება ჩემი უნაზესი და - სიჩუმე.
Posted by ნაპტკვენი ბუმბული at 1:50 AM 0 comments
Friday, October 29, 2010
SND
Hush
It's okay
Dry your eye
Dry your eye
Soulmate dry your eye
Dry your eye
Soulmate dry your eye
Cause soulmates never die
Posted by ნაპტკვენი ბუმბული at 12:42 PM 0 comments
Thursday, October 28, 2010
Hugs Of Fingers
just my hand in your hand..lookin to each other's eyes..touching..whispering...hugs of fingers..endless feeling..it was nothing but everything..was the whole world ...
Posted by ნაპტკვენი ბუმბული at 11:34 AM 0 comments
Tuesday, October 26, 2010
გულთამხილავის მსჯავრი
ღმერთის წინაშე ორი ადამიანი წასდგა.
უცვლელი სახე უფალმა მათ მიაპყრო და გულთამხილავი თვალებით დააცქერდა.
- იცოდით ნება ჩემი?
- ვიცოდი, უფალო! წამიკითხავს დაბადება, შემისწავლია წმიდა სახარება, სამოციქულო, წმიდა მამათა ცხოვრება; ზეპირათ ვიცი საგალობელნი და ლოცვები, - მოახსენა ერთმა.
მეორე სდუმდა.
- შენ? - დაეკითხა მდუმარეს ღმერთი.
- არ ვიცი, არ წამიკითხავს.
- შეასრულეთ ნება ჩემი? - იკითხა კიდევ უფალმა.
- გზითა მართლითა ვიდოდი; საპყართა განვიკითხავდი; მიყვარდა ძმა ჩემი, ვითარცა თავი ჩემი; შენ მხოლოდ ერთსა თაყვანსა გცემდი, - მიუგო პირველმა.
მეორე სდუმდა.
- შენ? - დაეკითხა მდუმარეს ღმერთი.
- არ მახსოვს, უფალო, და მგონია, არც ყოფილა ასეთი რამ.
- შეასრულე ათი მცნება? - განაგრძო უფალმა დაკითხვა, თუმცა ყოველივე იცოდა უზენაესმა.
- დიახ, უფალო! არც ერთი არ დამირღვევია! - მიუგო პირველმა.
მეორე ისევ სდუმდა.
- შენ?
- რა?
- მოგიკლავს ადამიანი?
- არა! ორფეხი ცხოველი, ადამიანს რომ უძახიან, ის კი.
- გითქვამს ტყუილი?
- ტყუილი არა! უხეშ სინამდვილეს რომ აფერადებდა და ლამაზ ოცნებათ ხდიდა, ისეთი კი... ბევრი.
- გიმრუშია?
- არა! სატრფოსთან ერთარსებათ კი გარდავქმნილვარ, და ერთმანეთის ცეცხლის ალში კი დავმწვარვართ!
- გიგმია ღმერთი?
- არა! ის ძალა კი, ადამიანს რომ უკუღმართ გზაზე დააყენებს, სიცოცხლეს გაუმწარებს, ის კი ხშირათ.
- თაყვანს სცემდი, ჩემს გარდა, სხვა ღმერთს?
- ერთ ღმერთს თაყვანსა ვცემდი - ღმერთს სიყვარულისას, იმედისას, მშვენიერებისას.
ყველა დადუმდა.
- რა გსურთ ახლა? - დაარღვია ღმერთმა სიჩუმე.
- განსვენება ადგილსა ყვავილოვანსა! - საჩქაროთ უპასუხა პირველმა.
მეორე სდუმდა.
- შენ?
- ნუ მათქმევინებ - გარისხდები, უფალო!
- მოგენიჭოს! - ბრძანა უფალმა და გულთამხილავის უცვლელმა, მკაცრმა სახემ ნისლი გადიყარა.
მდუმარე ადამიანის წინ გაჩნდა მომღიმარე, ვარდებით შემკული, ლამაზი ქალწული. მას ნეკტარით სავსე პატარა თასი ეჭირა ხელში. შორიდან კი ისმოდა ქნარის ხმა.
- მე რაღა, უფალო? - შეეკითხა პირველი ადამიანი ღმერთს.
- შენ ჯერ არ გიცხოვრია: შენ ჩემს არტახანში იყავ გაკრული. პირადათ შენ რისი მომქმედი ხარ, არ ვიცი. იქნებ ყოვლად ცუდი და სასიზღარი იყო და როგორ დაგაჯილდოვო?! წადი ისევ ქვეყნად.
Posted by ნაპტკვენი ბუმბული at 12:26 PM 0 comments
Labels: ნიკო ლორთქიფანიძე
ქორწილი (ფრაგმენტი)
ქეთო ცაცხვის ძირში იყო, უაზროდ, დინჯის ნაბიჯით მიდიოდა ის სულ წინ, სანამ წელზე შემორტყმული თოკი არ გაქაჩავდა, რომ შემობრუნებულს პირდაპირ, გზის გადუხვევლად განეგრძო სიარული.
ფეხშიშველი... შემოხეული, უსახელო კაბა... შეკრეჭილი თმა… ფერმკრთალი, დანაოჭებული სახე... გამომშრალი თვალები და განუწყვეტელი ბუტბუტი:
პირუტყვი... პირუტყვი... პირუტყვი.
მივუახლოვდი... ყურადღება მაინც არ მომაქცია; დაველაპარაკე - ერთი კი შეჩერდა, მერე ისევ განაგრძო სიარული და ბუტბუტი:
ცხოველი... ცხოველი... ცხოველი...
ბესო უხსენე... შემომიბრუნდა... სახეს ტკბილმა სევდამ გადურბინა... ჩემია, ჩემია, ჩემია - გაიმეორა უთვალავჯერ და ისევ დაიწყო გაუთავებელი სიარული და ბუტბუტი:
პირუტყვი... პირუტყვი... პირუტყვი...
გამოვიქეცი,
ვერ გაუძელი,
ახლოს საზიზღარი,
შორით საცოდავი,
მოგონებაში სასოების მომგვრელი ქმნილების ცქერას...
Posted by ნაპტკვენი ბუმბული at 12:15 PM 0 comments
13 PHRASES FOR LIVING
- I love you not for whom you are, but who I am when I’m by your side.
No person deserves your tears, and who desereves them won’t make you cry.
- Just because someone doesn’t love you as you wish, it doesn’t mean you’re not loved with all his/her being.
- A true freind is one who holds your hand and touches your heart.
- The worst way to miss someone is to be seated by his/her side and know that you’l never have him/her.
- Never stop smiling, not even when you’re sad, someone might fall in love with your smile.
- You may only be a peson in this world, but for someone, you’re the world.
- Don’t spend time with someone who doesn’t care spending it with you.
- Maybe God wants you to meet many wrong people before you meet the right one, so when this happens, you’ll be thankful.
- Don’t cry because it came to an end. Smile because it happened.
- There will always be poeple who’ll hurt you, so you need to continue trusting, just be careful.
- Become a better person and be sure to know who you are before meeting someone new and hoping that person knows who you are.
- Don’t struggle do much, best things happen when not expected.
Posted by ნაპტკვენი ბუმბული at 11:57 AM 0 comments
Labels: Gabriel García Márquez
Monday, October 25, 2010
I Love SS (3)
გადავიკითხე გუშინდელი წერილი და კიდევ ერთხელ დავფიქრდი: კი მაგრამ, რა უფლებით ეს ყბადაღებული ~K3”?
ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, მოვიფიქრე: ისევე, როგორც უფლება მაქვს ვუყურო მზის ჩასვლას, ცხენების რემას, ჩანჩქერსა და ფარვანას... ისევე, როგორც შემიძლია სული შევუბერო თოვლის ფანტელს და გავაფრინო, ბაბუაწვერასავით... ისევე, როგორც შემიძლია ვიმღერო უსიტყვოდ და უხმოდ, მაგრამ მაინც ყველაზე ხმამაღლა სამყაროში, კირჩხიბისა და გედის ნისლოვანებათა გასაგონად... ისევე შემიძლია გიყურო.
და მეტი არაფერი!
მხოლოდ გიყურო!
მხოლოდ გიყურებ...
დაუსრულებლად...
...
შენს გარდა მართლა არავინა მყავს... Stephanie!..
მაპატიე.
მე შენი მეშინია...
Posted by ნაპტკვენი ბუმბული at 11:13 AM 0 comments
I Love SS (2)
ბინდდებოდა...
მაშინ ჩავხედე პირველად თვალებში. უფრო სწორად, თვითონ ჩამახედა.
საამურად...
გინახავს ჭროღა თვალები?..
ერთხელ თუ ჩახედავ, ვეღარ ამოყვინთავ, გითრევს ჭაობივითა...
და იცი, ჭროღა თვალები თითქოს ჩემს ოთახის ამოუვიდა, გამოება, ამოეზარდა... ხან კედლიდან მიყურებენ ჭროღა თვალები, ხანაც, ჭერიდან... მიყურებენ, მითვალთვალებენ... და არ მოსწონთ, რომ შენ გიჭვრეტ, Stephanie, სასტიკად არ მოსწონთ, მაგრამ მე ამას ყურადღებას არ ვაქცევ, როგორც არ მივაქცევდი ჩემს კვალდაკვალ აღმართში ამოგორებულ დოლაბის ქვას, მთის წვერზე თუკი შენ იდგებოდი...
და აი, ვხედავ, მართლაც დგახარ და მელოდები, გასაკრთომად მოზიდული, მშვილდივით... საცაა გაკრთება ღიმილი... ღიმილი, ნუშის სურნელი რომ სდის, თავბრუდამხვევი, ბრუალა,.. აღმაფრენ-გასაფრენი... ანთუ, ლეტალური.
სხვათა შორის, თურმე სწორედ ნუშის სუნი სდის მყისიერ-ლეტალურად მოქმედ ციანკალიუმოვან ქიმიურ ნაერთს, რომლის ფორმულაა...
Posted by ნაპტკვენი ბუმბული at 11:00 AM 0 comments
Sunday, October 24, 2010
ჰაერობანა
-გინდა ეზოში ჩავიდეთ და ჰაერობანა ვითამაშოთ?
-როგორ ,არ ვიცი?
-სულ ადვილია დაიხუჭები და მე დამიცდი,
ვიდრე ყვავილებს დაგიკრეფ ფერადს.
-რამდენ ხანს უნდა გიცადო ასე,
შენი თამაშის მე აღარ მჯერა.
-ნახე, მთვარეა როგორი სავსე
გეთამაშები გინდა ბალიბოლს?
-ჯერ ვარსკვლავების ჰამაკში ჩამსვი!
-ჩაგსვამ,ღრუბლები ქარმა გარიყოს!
-გუშინ თოჯინას ვუჩხვლიტე ნემსი.
-მე მზე მოვარტყი მეზობლის შუშას,
გინდა თამაში დამტვრეულ გემში?
-რომ დაგვინახონ?
-ო,არა უშავს.
-ვარდის ფურცლები მაჩუქეს გუშინ.
ფოსტის მარკებში გაგიცვლი გინდა?
-გინდა გამთბარი ჰაერი ყურში?
-ჩურჩულობანას თამაში გინდა?
Posted by ნაპტკვენი ბუმბული at 12:05 PM 0 comments
...
იცი რა მიყვარს?!
მაღალ სკამზე რომ ვზივარ და
ფეხებს ძირს რომ ვერ ვაწვდენ და
ჰაერში ჩემი ტერფები ქანაობენ...
ძალიან პატარა ვარ ამ დროს...
და ცაში ვარ თითქოს...
ქვემოდან ადამიანები მეძახიან მიწაზე დაეშვიო.
მე კიდე ფეხებს ვიქნევ და
ტერფები ჰაერში სრიალებენ და
მთელი ხმით,
მთელი ძალით
მინდა ვიყვირო:
„სუყველა გაჩუმდეს!!!...“
იცი რა მიყვარს?!
გაზაფხული რომ მოსაღამოვდება და
რომ იწვიმებს და
იმ ტერფებით,
ცოტა ხნის წინ ჰაერში რომ დააბიჯებდნენ,
ახალდანამულ მიწაზე რომ გავივლი და
ნაადრევად ჩამოცვენილი ფოთლები გამიწვებიან ფეხებთან...
და რომ ავკრეფ სათითაოდ, გზა-და-გზა...
მათ კიდე ძალიან გაუკვირდებათ
გათელვას რომ გადარჩნენ და
ჩემს ხელებში სიხარულით გაინაბებიან....
ძალიან პატარა ვარ ამ დროს...
იცი რა მიყვარს?!
იასამნები რომ გაიღვიძებენ და
ხელებს რომ შემოვხვევ უზარმაზარ თაიგულს,
მერე თვალებით ხუთფურცლიან ყვავილს დავუწყებ ძებნას და...
ძლივს რომ ვიპოვნი და მოვწყვეტ...
ცოტა ხნის წინ გაფაციცებული რომ ეძებდნენ,
იმ თვალებს რომ დავხუჭავ და,
სურვილს რომ ჩავიფიქრებ და ყვავილს ჩავყლაპავ...
ძალიან პატარა ვარ ამ დროს...
იცი რა მიყვარს?!
მაღალ სკამზე რომ ვზივარ და
ხელში გაზაფხულს რომ მოვტაცე მიწაზე ყოფნისას,
ის იასამნები და ფოთლები მიჭირავს და
პატარა ტერფებს მთელი ძალით ვიქნევ ჰაერში...
გარედან „ვიღაცეები“ რომ მეძახიან და
ადამიანებთან დაბრუნდიო, მთხოვენ....
მე კიდე მთელი ხმით მინდა ვიყვირო:
„სუყველა გაჩუმდეს!!!...“
მაგრამ მხოლოდ ვიღიმები...
ძალიან პატარა ვარ ამ დროს...
Posted by ნაპტკვენი ბუმბული at 11:36 AM 0 comments
მე ახლა ჩემი შორეული ოცნებიდან გწერთ
თქვენი აზრით, სად ვიმყოფები? სადმე კაფეში, ტერასაზე? ან სასტუმროში? ეს არაფერს ცვლის. მე ეს ოცნება სულ თან დამყვება. დღისა და ღამის ყველა საათში, მუდამ დამდევს უცნობი მხარე. შორეული მყინვარები, უდაბნოები... უკიდეგანო ცის ლაჟვარდი ზღვაზე გაწოლილ ზმანებას არწევს.
თქვენც კარგად იცით, ეს ყველაზე შორი ოცნება ყველაზე მეტად ახლობელია. მერე რა, რომ ხორციელია, ძვლებით და სისხლით, ჰაერივით მსუბუქია, ვერ მოიხელთებ. ჩიტს გავს, დემონსაც, ანგელოზსაც. ჩვენს თავებში გამომწყვდეული ხშირად იცინის და დაგვცინის კიდეც.
Posted by ნაპტკვენი ბუმბული at 11:06 AM 0 comments
Labels: ჟან-მიშელ მოლპუა
სიცოცხლის საიდუმლო
სივრცე შექსპირთან. დედამიწა ცას უყურებს და მის ბნელ და ლაჟვადისფერ სახეებს - ეჭვსა და სასოებას, აკვირდება. სიცოცხლე მოდის დაიკარგება სიკვდილით. მთელი სიცოცხლე საიდუმლოა, ამოუცნობი სივრცე დაბადებასა და აგონიას, თვალის პირველ გახელასა და საბოლოოდახუჭვას შორის. ეს საიდუმლო შექსპირს აწუხებს. მის პიესებში ჩიტები ჭიკჭიკებენ, მცენარეები ყვავილობენ, ცა იღრუბლება, გულს უყვარს,სული იტანჯება, ცხელა, ხან ცივა. დღეს ღამე ცვლის, დრო გადის. ტყეები მეტყველებენ, ხალხი ლაპარაკობს და მარადიული ოცნება ფარფატსაგრძელებს. შექსპირთან ყველაფერია და ყველაფერი შექსპირზეა : ხის წვენიც და სისხლიც, სიცოცხლე თავისი ყველა ფორმით, იდეებით დაქმედებებით, კაცობრიობა და ადამიანი, მომაკვდავები, მარტოსულები, ქალაქები, რელიგიები, ბრილიანტი და მარგალიტები, ნეხვი და მძორი,მომავალთა და წარმავალთა ნაბიჯების ხმა. ეს გენიოსი მკვდრების თავიდანმშობელი დედამიწაა. შექსპირი მოჩვენებებსაც უყვართ. შექსპირიდანტეს ძმაა..შექსპირი, პირველ რიგში, წარმოსახვაა. ყველა მოაზროვნემ იცის, რომ წარმოსახვა სიღრმეა. გონების ვერცერთი სხვა უნარი ვერ ჩაწვდება იმსიღრმეებს, რომლებსაც წარმოსახვა. ხშირად ჩიხში მოქცეული მეცნიერებაც მას მიმართავს. ლოგარითმებში, ალბათობების გამოთვლაში,ბგერის ტალღებზე დაკვირვებაში, ალგებრისა და გეომეტრიის გამოყენებაში წარმოსახვა ანგარიშის კოეფიციენტი ხდება და მათემატიკაპოეზიად გადაიქცევა. მე არ მჯერა სულელი სწავლულების მეცნიერების. შექსპირის კომედია ცრემლებში იბადება, ქვითინი – სიცილში,პოეტური სახეები ერთმანეთს ერევიან და ეჯახებიან, მასიური ფორმები დიდი მხეცებივით მძიმედ მოძრაობენ, მოჩვენებები ქალებივითნარნარებენ ან კვამლივით იტალღებიან. სულები ჩრდილის პეპლებივით თრთიან ბნელ ლერწამში, რომელსაც ვნებას და მოვლენებსვუწოდებთ.,
Posted by ნაპტკვენი ბუმბული at 10:58 AM 0 comments
Labels: ვიქტორ ჰიუგო
Marionette
If for a moment God were to forget that I am a rag doll and granted me a piece of life, I probably wouldn't say everything that I think; rather, I would think about everything that I say...
I would value things, not for their worth but for what they mean. I would sleep less, dream more, understanding that for each minute we close our eyes, we lose sixty seconds of light...
I would walk when others hold back, I would wake when others sleep, I would listen when others talk...
And how I would enjoy a good chocolate ice cream!
If God were to give me a piece of life, I would dress simply, throw myself face first into the sun, baring not only my body but also my soul...
My God, if I had a heart, I would write my hate on ice, and wait for the sun to show. Over the stars I would paint with a Van Gogh dream a Benedetti poem, and a Serrat song would be the serenade I'd offer to the moon...
I would water roses with my tears, to feel the pain of their thorns and the red kiss of their petals... My God, if I had a piece of life... I wouldn't let a single day pass without telling the people I love that I love them...
I would convince each woman and each man that they are my favorites, and I would live in love with love...
I would show men how very wrong they are to think that they cease to be in love when they grow old, not knowing that they grow old when they cease to be in love!
To a child I shall give wings, but I shall let him learn to fly on his own. I would teach the old that death does not come with old age, but with forgetting...
So much have I learned from you, oh men ... I have learned that everyone wants to live at the top of the mountain, without knowing that real happiness is in how it is scaled...
I have learned that when a newborn child first squeezes his father's finger in his tiny fist, he has him trapped forever...
I have learned that a man has the right to look down on another only when he has to help the other get to his feet...
From you I have learned so many things, but in truth they won't be of much use, for when I keep them within this suitcase, unhappily shall I be dying...
Posted by ნაპტკვენი ბუმბული at 10:37 AM 0 comments
Labels: Gabriel García Márquez
გული
მოკვდა.
დის ნაზს ხელს არ გაუსწორებია სასთუმალი; იდუმალის მწუხარებით არ შემოუხედავს ავადმყოფის ოთახში სატრფოს თვალებს; ნაცნობებს არ მოუკითხავთ; უკანასკნელ წამს შენდობა არ მიუღია იმ მშვიდ, წყნარ ადამიანისაგან, რომლის ძალა აღარ სწამდა, მაგრამ დამამშვიდებელი სიტყვების მისგან გაგონება მაინც უნდოდა; დედას არ დაუყრია ცხარე ცრემლები.
მოკვდა უცხოეთში.
- ათასი სნეულებით იყო ავად, არავითარმა წამალმა არ იმოქმედა, - იმართლებდა თავს ამხანაგთა წინაშე ექიმი.
ცხედარი გაჭრეს.
პროფესორმა ხელები ჩამოუშვა და გაკვირვებულმა წამოიძახა:
- შეხედეთ, ბატონებო, ეს რა ამბავია?!
ერთმანეთს შესცქეროდენ.
- ბატონებო, გული, გული, სადღაა?
გულის მაგიერ ფერფლი-ღა დარჩენილიყო.
დეპეშით გაგებული უბედურებისაგან თავზარდაცემული დედა შევიდა საყვარელ შვილის ობლათ დატოვებულ ოთახში. ქვითინებდა: ასე გამომიმეტე ქვრივი ოხერი? სადაა შენი კარგი გული, ამდენის ვაით და უით რომ ჩაგიდგი საგულეში?
კედლიდან პატარა რუქამ გასცა პასუხი:
- მე დავაჭკნე!
- მე დავწვი! - გახმაურდა სურათი მაგიდაზე.
სიტყვები არავის გაუგონია.
Posted by ნაპტკვენი ბუმბული at 7:57 AM 0 comments
Labels: ნიკო ლორთქიფანიძე
ის
მუდამ ის... ყოველგან ის... ყოველისფერში ის...
ქსელებში გახლართული წარმოუდგენელ ტანჯვასა ვგრძნობ და უტკბესს ნეტარებას!
ღრუბლის ნაფლეთები მისცურავს ცაზე, ერთმანეთს ასწრებს, ჯგუფდება და - საკვირველია! - ნათლად, ცოცხლად, ათასნაირად, გარკვეულად მიხატავს... მას.
ბალღის ტიტინში მის უმანკოებას ვხედავ; ვაჟკაცის გულმკერდში - მისსა მხნეობას.
ზღვის უფსკრული - მისი გონების სიღრმეა; ჩანჩქერი - მისი აზრის სიმკვირცხლეა.
ამომავალი, მილეული მთვარე - მისი სინაზეა; მზე - გამაცოცხლებელი ძალაა მისი.
ქაცვს, ეკალს ხელით ვგლეჯ - მეშინია არ გაუკაწროს მას პატარა ლამაზი ფეხები; ვარდს, იას ვრგავ, ვრწყავ - იქნებ ოდესმე დაყნოსოს იმან.
ის მეუბნება ნანას. ძილშიაც მეცხადება... ის მაღვიძებს...
მუდამ ის... ყოველგან ის... ყოველისფერში ის...
ქსელებში გახლართული წარმოუდგენელ ტანჯვასა ვგრძნობ და უტკბესს ნეტარებას!
Posted by ნაპტკვენი ბუმბული at 7:51 AM 0 comments
Labels: ნიკო ლორთქიფანიძე
Saturday, October 23, 2010
Never Fail..
Posted by ნაპტკვენი ბუმბული at 12:12 PM 0 comments
თრობას მიეძალე. თრობაა ყველაფერი. ეგ არის ხსნა ერთადერთი, რათა არ შეიგრძნო ამაზრზენი ტვირთი დროისა, რომელიც დაგცემს, წელში გაგტეხს. ჰოდა, ამადაც თრობას მიეძალე, გამოუნელებელს.
ჰო, მაგრამ რითი? ღვინით, პოეზიით, სიქველით, რითიც გენებოს, ოღონდ იყავი მთვრალი.
და თუ ოდესმე კვლავ გამოფხიზლდები - სასახლის კიბეზე, მდინარისპირა პატარა მდელოზე, თუ შენი ოთახის შემზარავ სიმარტოვეში, - მაშინ ქარს, ტალღას, ვარსკვლავს, ჩიტს, საათს, ყოველივეს, რაც დარბის, ან დაქრის, კვნესის ან მიედინება, ჰკითხე: რომელი საათია? და მაშინ ქარი, ტალღა, ვარსკვლავი, ჩიტი, საათი მოგიგებენ: თრობის საათია! თრობის და თავდავიწყების, რათა არ ვეყმოთ, არ ვემონოთ დროს, არ შევიქმნათ მისი მარტვილნი; ამიტომ მივეძალოთ დაუსრულებელს: ღვინით, პოეზიით, ან სიქველით - წადილისამებრ.
Posted by ნაპტკვენი ბუმბული at 12:02 PM 0 comments
Labels: შარლ ბოდლერი
უცხო
იდუმალებით მოცულო კაცო, მითხარ, ვინ გიყვარს ყველაზე მეტად: დედა, მამა, და თუ ძმა?
- არა მყავს დედა, არც მამა, არც ძმა და არცა და
- მაშ მეგობრები?
- მაგ სიტყვების აზრი დღემდე უცნობია ჩემთვის.
- იქნებ სამშობლო?
- არც კი ვუწყი, რომელ განედზე მდებარეობს იგი.
- მშვენიერება?
- მე მზადა ვარ შევიყვარო მშვენიერება, თუ იგი ღვთაებრივი იქნება და უკვდავი.
- ოქრო?
- მე მძულს ოქრო, ისევე როგორც თქვენ გძულთ ღმერთი.
- მაშ რაღა გიყვარს ბოლოს და ბოლოს, საოცარო უცხოელო?
- ღრუბლები მიყვარს... ჰე, ცის ტატნობზე რომ მისცურავენ... ის საოცარი ღრუბლები.
Posted by ნაპტკვენი ბუმბული at 11:56 AM 0 comments
Labels: შარლ ბოდლერი
ფანჯარა
ის, ვინც ღია ფანჯრებში იყურება ქუჩიდან, ვერასოდეს შეიგრძნობს ყოველივე იმას, რასაც დაინახავთ ჩაკეტილ ფანჯარაში ცქერისას. არაფერია უფრო ღრმა, უფრო იდუმალი და მიმზიდველი, უფრო პირქუში და თვალისმომჭრელი, ვიდრე ფანჯარა, სანთლის შუქით განათებული შიგნიდან. ის, რასაც ვხედავთ მზის სინათლეში, სულაც არ არის იმდენად საინტერესო, როგორც ის, რაც ხდება მინის მიღმა. იქ მცირე, ჩაბნელებულ სივრცეებში - ცხოვრებაა, ოცნებაა, ტანჯვაა ადამიანისა.
სახურავთა ტეხილებს ზემოთ ფანჯარაში ვხედავ ხანში შესულ ქალს, სახედანაოჭებულს, ღატაკს, მუდამ რაღაცაზე წახრილს, რომელიც არასოდეს გამოდის სახლიდან. მისი სახის, ტანისამოსის, მოძრაობის და რაღაც ოდნავ შესამჩნევი ნიშნების მიხედვით მე შევიქმენი ჩემთვის ისტორია მისი ცხოვრებისა, უფრო სწორად - ლეგენდა მის შესახებ; ზოგჯერ მოვუთხრობ ჩემს თავს ამ ლეგენდას და ვტირი.აქ რომ ღარიბი ბერიკაცი ცხოვრობდეს, მის შესახებ შევთხზავდი ასეთსავე ამბავს.
მე ხომ ვამაყობ ის შეგრძნებით, რომ მიცხოვრია სხვათა ტანჯვით, ჩემგან განსხვავებულ ადამიანთა ტანჯვით.
შესაძლოა, თქვენ მითხრათ: „განა დარწმუნებული ხარ, რომ ეგ ლეგენდა შეეფერება სინამდვილეს?!“ მაგრამ, აბა, რა მესაქმება მე სინამდვილესთან, რომელიც ჩემს გარეშეა, მაშინ როდესაც ჩემი ლეგენდა მეხმარება მე ცხოვრებაში - მაძლევს შეგრძნებას არსებობისას, ჩემივე თავისას.
Posted by ნაპტკვენი ბუმბული at 11:50 AM 0 comments
Labels: შარლ ბოდლერი
I LOVE SS ანუ კოცნისმისტერია (ფრაგმენტი)
15 ივლისი
Dear Stephanie!
გუშინდელი წერილი გადავიკითხე, დავფიქრდი _ კი მაგრამ, რატომ გკოცნი?! და საერთოდ, რა არის კ ო ც ნ ა ? ! მართლაც და, რა?!უნდა გავარკვიო, მაგრამ გაარკვიო რა არის კოცნა, ნიშნავს, გაარკვიო ყველაფერი.
გაარკვიო რა არის კოცნა, ნიშნავს,.. აკოცო.
გაარკვიო რა არის კოცნა, ნიშნავს,.. მოკვდე.
გაარკვიო რა არის კოცნა, ნიშნავს,.. აღსდგე!
და მერე ისევ მოკვდე...
“კოცნა”, ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის თანახმად, ესაა “სიყვარულის, ალერსის, პატივისცემის გამისახატავად ტუჩებით შეხება”.კი, მართალია, ალბათ, ეგრეც შეიძლება ითქვას, მაგრამ განა მხოლოდ ესაა?!“სიტყვის კონა” (ძველთაძველი ლექსიკონია ქართული, XVI საუკუნისა ჩვენს ერამდე) გვამცნობს: ”კოცნა _ ბაგით ამბორი. ამბორი არს სულიერი, ხოლო კოცნა _ ხორციელი”. ამბორზე კი წერია: “სულიერი კოცნა”.და უეცრად მივხვდი, ქართულ ენას ერთი სიტყვა აკლია. დიახ! ერთი, რომელიც გამოხატავდა კოცნას, ხორციელიც რომაა, სულიერიც, და თან, ფშვინვიერიც _ ყველაფერი ერთდროულად, კომპლექსურ-გლობალურად, უნივერსალურად! (გააქვთ ინგლისურში ასეთი სიტყვა? რა, თქვენი ბანალურ-ტრაფარეტული “ქისსინგ” ყველაფერს მოიცავს ვითომ?)
ჯერ ვცადე შემეერთებინა ორი, აწ არსებული, ქართული სიტყვა, “ამბორი” და “კოცნა”, მაგრამ მექანიკურ შეერთებას, მოგეხსენება, შედეგიც შესაბამისი მოსდევს, ანუ უარსო-უშინაარსო. “ამ+ცნა” იქნება თუ “კომ+ბორი”, სასაცილოდ ჟღერს, და თან ვერც მიხვდები, რა იგულისხმება...
და უცებ დამარტყა _ არაა საჭირო ტვინის ჭყლეტა და ხელოვნური კომბინაციების გამოგონება.კოცნა, რომელსაც ვეძებ, არის: კ ო ო ო ც ნ ა ანუ კოცნა მესამე ხარისხში _ კ3 (საერთაშორისო ნოტაციით _ K3).და არა უბრალოდ და აგდებით, ვითომც აქ არაფერიაო: კოცნა!... მერე, ყოველი შემთხვევისათვის, “ქართულ სინონიმთა ლექსიკონშიც” ჩავიხედე. “კოცნა”-ზე მითითებულია _ იხ. “ამბორი”. მეც ვიხ.“ამბორი, ამბორის ყოფა (ამბორი უყო), კოცნა, ბუსვა, პროშტვა, ლოშნა, ტლოშნა, მტლაშა-მტლუში, მთხვევა (ხელზე ემთხვია, ხატს ემთხვია), საბავშ. პაჩი.მძაგს უგულო სიყვარული,ხვევნა, კოცნა, მტლაშა-მტლუში.შოთა”მძაგს? მძააგს რო?დავფიქრდი...არა მძაგს, ჩემო შოთავ, და რა ვქნა!
Posted by ნაპტკვენი ბუმბული at 11:37 AM 0 comments
♥
Posted by ნაპტკვენი ბუმბული at 11:25 AM 0 comments